
ერთი ქალბატონი, რომელმაც სურნელის ძალა სრულად გამოიყენა, იყო დეტექტივების დედოფალი - აგათა კრისტი. მის სამ წიგნში სწორედ სურნელი და ზოგჯერ მისი ნაკლებობაც კი ეხმარება პუაროს „პატარა ნაცრისფერ უჯრედებს“ საიდუმლოს ამოხსნაში. მოდი, გადავხედოთ ამ ისტორიებს და სათითაოდ გამოვიძიოთ!
ყურადღება!!!
ბლოგი შეიცავს სპოილერებს!
მკვლელობა მიუსში (ქართულ ენაზე თარგმნილი არ გახლავთ), პირველად Woman's Journal-ში 1936 წლის დეკემბერში გამოჩნდა. ამ მოკლე მოთხრობაში ქალბატონ ბარბარა ალენის ცხედარს ბარდსლი გარდენ მიუსში აღმოაჩენენ. სახეზე აშკარა თვითმკვლელობაა. საბოლოოდ კი საქმე სხვაგვარად ტრიალდება და პუარო ამ რთულ საქმეს ხსნის.

ერთ-ერთი სიუჟეტი მოიცავს სიგარეტის საფერფლეს, რომელშიც არომატული თურქული სიგარეტიც შედის, მაგრამ ჰაერში მისი სურნელი აშკარად არ არის. მაშ რაშია საქმე? ლოგიკურად, ეს მწეველთა სუნამო უნდა იყოს Habanita by Molinard, რომელიც შექმნეს 1921 წელს, იგი თავდაპირველად წარმოებული იყო სიგარეტის სურნელებისთვის, სანამ 1924 წელს ცალკე სუნამო გახდებოდა.
გავიხსენოთ "ბოროტება მზისქვეშეთში" (იხილეთ წიგნი ქართულ ენაზე) რომელიც პირველად გამოიცა დიდ ბრიტანეთში 1940 წლის ივნისში. არლენა მარშალი, მშვენიერი მსახიობი, დამხრჩვალი იპოვეს პიქსი კოვში. როგორც ჩანს, ყველას აქვს ალიბი, მაგრამ პუარო ყველაფერს მაშინვე ალაგებს, როგორც კი გამოქვაბულში მისი სუნამოს, გაბრიელ No.8-ის სუნს იგრძნობს. რატომ იმალებოდა იქ მომხიბვლელი მსახიობი, სანამ მოკლავდნენ?

სუნამოების მოყვარულებს კარგად გეცოდინებათ, რომ გაბრიელი კოკო შანელის ნამდვილი სახელი იყო, რომელმაც ცნობილი სუნამო No.5 ერნესტ ბოსთან ერთად გამოუშვა. დიდ სირთულეს არ წარმოადგენს იმის დანახვა, რომ ეს წიგნში გაჟღერებული გამოგონილო სუნამოს სახელი Gabrielle No.8 აგათა კრისტის თხლად დაფარული ხუმრობა იყო. პუარო ამ სუნამოს აღწერს, როგორც "გემრიელს - მას აქვს ნიუანსი - დელიკატური და ელასტიური ხიბლი".
ხუთი გოჭი (იხილეთ წიგნი ქართულ ენაზე) , პირველად აშშ-ში, 1942 წლის მაისში გამოქვეყნდა. მოქმედება მკვლელობიდან თექვსმეტი წლის შემდეგ ვითარდება, როცა ქეროლაინ კრეილი უკვე გაასამართლეს მკვლელობისთვის. ის ციხეში გარდაიცვალა და ციხიდან თავის ბოლო წერილში განაცხადა, რომ უდანაშაულოა მკვლელობაში. მისი ქალიშვილი კარლა ლემარშანი პუაროს სთხოვს გამოიძიოს ეს საქმე წყვილის უახლოესი ადამიანების მოგონებების საფუძველზე. პუარო ხელახლა ეწვევა თითოეულ ეჭვმიტანილს და უსმენს მათ ხუთ სხვადასხვა ვერსიას. რა გასაკვირია, რომ ყველა ერთმანეთს ეწინააღმდეგება?

გამოკითხვისას წამოტივტივდება ვერსია, რომ შხამი ჟასმინის სუნამოს ბოთლში იყო დამალული, მაგრამ სად წავიდა თავად სუნამო?
ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ამბობს, რომ ახსოვს, როცა სექტემბერში თახში იდგნენ და „ღია ფანჯრიდან ჟასმინის“ სუნი შემოდიოდა, არადა პუარო ამტკიცებს, რომ ჟასმინი „ივნისსა და ივლისში“ ყვავის. როგორ გადაჭრის გენიალური პუარო ამ საქმეს თითქოს უმნიშვნელო დეტალით?
თქვენ რომელ დეტექტივებს გაიხსენებდით, სადაც სუნამოს არომატი გადამწყვეტი აღმოჩნდა?
მოგეწონათ სტატია? არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ მეგობრებს.
Comments