top of page

საბედისწერო საიდუმლო - ოთხი ქურდის ძმარი



1628-1631 წლებში, ტულუზაში მიმდინარე შავი ჭირის ეპიდემიის დროს, ერთი იდუმალი დაჯგუფება მიცვალებულთა სახლებს ძარცვავდა, მაგრამ უვნებლად აღწევდა თავს საზარელ პანდემიას, სავარაუდო, 500 000-მდე მსხვერპლით.


ისინი მალევე დააპატიმრეს და კოცონზე დაწვა მიუსაჯეს, თუმცა სასამართლო დაინტერესდა როგორ გადაურჩნენ შავ ჭირს უვნებლად...სანაცვლოდ კი სასჯელის ნაკლებად მტკივნეულ ფორმას - ჩამოხრჩობას დაჰპირდნენ. ქურდებმა გათქვეს სურნელოვანი სითხის რეცეპტი, რომელსაც დაინფიცირებულთა სახლებში შეჭრამდე მთელს სხეულზე იზელდნენ. Აქედან მომდინარეობს სახელწოდება

Le Vinaigre des 4 Voleurs (“ოთხი ქურდის ძმარი”)


მაშ, რაში იყო საქმე?

მიკრობების აღმოჩენამდე, ადამიანებს სჯეროდათ "მიაზმის თეორიის" ("მიაზმა" მავნე, შხამიანი ანაორთქლი), რომლის მიხედვითაც დაავადებების გადატანა დაბინძურებული ჰაერით ხდებოდა, რაც იმ დროს, შესაფერისი კანალიზაციის არარსებობისა და კოშმარული ჰიგიენის პირობებში არც თუ იშვიათი რამ იყო.




სწორედ ამ რწმენამ წარმოშვა ჭირის ექიმების ცნობილი, შემაძრწუნებელი ჩიტის ნიღაბი. ექიმები ამ ნიღბებს არომატული მცენარეებითა და ყვავილების ფურცლებით ავსებდნენ და თვლიდნენ, რომ სასიამოვნო სუნის შესუნთქვა მათ ინფექციისგან დაიცავდა.


მაგრამ, როგორ მოახერხეს ქურდებმა, რომ არ დაავადებულიყვნენ?


ექიმების მიერ, მათი სუნამოების სიძლიერისთვის შერჩეული ყვავილებისგან განსხვავებით, ქურდების ნარევში გამოყენებული რამდენიმე მცენარეს ანტიბაქტერიული და ანტივირუსული ეფექტი ჰქონდა. გამოყენებული მცენარეები: როზმარინი, სალბი, თიამი ხელს უწყობდნენ ოფლიანობას და ჰქონდათ სიცხის დამწევი ეფექტი. გარდა ამისა, ეს მცენარეები დაეხმარნენ დაავადების მატარებელი და გამომწვევი რწყილების მოცილებასაც.



მართალია, ჩვენი ბლოგის მთავარი გმირები ამ ჯადოსნურმა სითხემ ბოლომდე ვერ იხსნა და შავი ჭირის ნაცვლად ჩამოხრჩობით დაასრულეს სიცოცხლე, მაგრამ ის დღემდე ითვლება შესანიშნავ სადეზინფექციო და გამაჯანსაღებელი საშუალებად, ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში და წარმატებით იყიდება სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე.


ეს ისტორია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ წარსულში ადამიანები დაუღალავად ეძიებდნენ "ჯადოსნურ" სურნელოვან სითხეებს და მათ არომატზე მეტად მათი სამკურნალო თვისებებით იყვნენ დაინტერესებულნი.


და რა შუაში იყო სუნამო განკურნებასთან? უფრო ვცლად იხილეთ ბლოგ.


არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ მეგობრებს.



Comments


Commenting has been turned off.

ნებისმიერი 5

სუნამო

33 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  5 სუნამო კატალოგიდან, ნიშ ბრენდების გარდა

2 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ნებისმიერი 4

სუნამო

38 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  4 სუნამო კატალოგიდან, ნიშ ბრენდების გარდა

3 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ნებისმიერი 3

სუნამო

54 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  3 სუნამო კატალოგიდან, ნიშ ბრენდების გარდა

5 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ვერ იპოვეთ კატალოგში სასურველი სუნამო?  

შეავსეთ მოთხოვნის ფორმა

მოგვწერეთ ქვემოთ მოცემულ ველში თუ რომელი არომატი დავამატოთ.
ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით გავითვალისწინოთ თქვენი თხოვნა

თქვენი ერთგულება ჩვენთვის მნიშვნელოვანია

მოითხოვეთ -25% მუდმივი ფასდაკლება მესამე შეკვეთიდან

კოლექციის ბესთსელერები 

რომელი არომატი შევმატოთ კოლექციას?
მიეცით ხმა და მიიღეთ მონაწილეობა კატალოგის განახლებაში
თქვენი ჩართულობა  მნიშვნელოვანია 

bottom of page