კითხვა, რომელსაც ყოველ ჯერზე ეკითხებიან ჟურნალისტები პარფიუმერებს და ცნობილი ბრენდების მფლობელებს. კითხვა, რომლითაც ყველა ახალბედა აწუხებს გამოცდილ პარფიუმერს. კითხვა, რომლიც ასე ჟღერს: „როგორ ვიპკუროთ და ვატაროთ სუნამო სწორად?“. ამ კითხვაზე პასუხი თავის დროზე სერჟ ლუტენსმა, როხა დავმა, ტომ ფორდმა და ჟან-პოლ გერლენმა გასცეს.
სუნამოების კოლექციონერიდან დაწყებული, ერთადერთი სუნამოს მფლობელით დამთავრებული ყველა ეძებს ერთ მარტივ წესს, როგორიცაა: „წითელი ღვინო ხორცთან ერთად, თეთრი- თევზთან“, “E = mc2“, „ფრანგულად საუბრისას აქცენტი ბოლო მარცვალზე გააკეთეთ“. ბოლოს და ბოლოს სუნამო უხილავი აქსესუარია და აქვს მნიშვნელობა ზუსტად სად ვიპკურებთ მას?
ყველაზე ტრადიციული რჩევა ალბათ იქნება ის, რომ სუნამო პულსაციის არეებში იპკუროთ. როგორებიცაა მაჯები, იდაყვებს შიგნით, კისრის ორივე მხარეს და ყურებს უკან და არ გაგიკვირდეთ, დიახ- მუხლების ქვეშ. თუ დასაბუთებული არგუმენტი გნებავთ რატომ მაინცდამაინც აქ-იცოდეთ, რომ ეს ის ადგილებია, რომლებიც კარგად თბება სისხლის მიმოქცევის გამო, ამიტომაც არომატის შეგრძნებადობა განსაკუთრებით უმჯობესდება.
სუნამოს დაპკურების ახალი სტილია ე.წ. არომატულ ღრუბელში გავლა. ამ შ

ემთხვევაში თქვენი სხეულის ზედა ნაწილი ნამდვილად შესანიშნავად იფარება არომატით, თუმცა გირჩევთ ეს პროცედურა მანამდე ჩაიტაროთ, სანამ გასასვლელად გამოეწყობით. თუ გსურთ თქვენი ყოვლისმომცველი საყვარელი არომატით ყურადღება ნაკლებად მიიქციოთ ის პიჯაკის, პერანგის ან მაისურის შიგნით იპკურეთ.
ცხადზე ცხადია, რომ სუნამო უფრო დიდხანს ცოცხლობს ქსოვილზე, ვიდრე კანზე. ქსოვილზე დაპურების ტრადიცია ჯერ კიდევ მე-18 საუკუნიდან მოდის, მაშინ როცა ჯენტლმენები პარფიუმს მათ ხელთათმანებზე, ქალბატონები კი თავსაბურავებზე ატარებდნენ. მიზეზი თუ რატომაა კანი უკეთესი ბექგრაუნდი სუნამოსთვის ისაა, რომ თითეული ადამიანის კანის ზედაპირი განსხვავებულად ირეკლავს არომატს კანზე წარმოქმნილი უნიკალური ცხიმის წყალობით.
გახსოვდეთ: ჰაერის ტემპერატურას, ტენიანობას, ნებისმიერ განსაკუთრებული სახის დიეტას, მენსტრუალურ ციკლს, ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებას, უამრავ სხვადასხვა ფაქტორს შეუძლია გავლენა მოახდინოს არომატის შეგრძნებადობაზე.
Comments