top of page

პრინცი მაჩაბელი - წარმატების ისტორია (II ნაწილი)


მიუხედავად იმისა, რომ თავად მაჩაბელი თავისი პროდუქტის შესანიშნავი სპიკერი იყო და ხელს დახვეწილი მანერები და გარეგნობაც უწყობდა, რაც იდეალური აღმოჩნდა ამერიკელი ქალებისთვის სუნამოების მისაყიდად, ის მაინც საჭიროებდა დესპანს, რომელიც მის სახელს ფართო ასპარეზზე გაიტანდა და აი, 1928 წელს, პრინცი მაჩაბელი ბენჯამინ სონენბერგს შეხვდა. სონენბერგი რუსეთის იმპერიაში დაბადებული ამერიკელ PR კონსულტანტი გახლდათ, რომელიც ცნობილ ადამიანებსა და დიდ კორპორაციებს წარმოადგენდა. პრინცის პრესტიჟული იმიჯით მოხიბლულმა სონენბერგმა მისი სახელი და პიროვნება რედაქტორებს, რეპორტიორებს და მიმომხილველებს წარუდგინა. მალე, მაჩაბელზე ბევრი მხატვრული სტატია გავრცელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამან დიდი წარმატება მოიტანა და მაჩაბელმა კონსულტანტი პრესის აგენტად დაიქირავა.

იმავე წელს, პრინც მაჩაბელის სუნამოები პარიზში და ლიეჟში გამართულ გამოფენებზე ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ხარისხისა და ორიგინალურობისთვის კი გრან-პრი დაიმსახურა. "მე სუნამოებს ნიუ-იორკში ვაწარმოებ და ვიპყრობ ამერიკას პარიზული პარფიუმერული პრიზებით, რომელიც აქამდე არასდროს ყოფილა ამ ქვეყანაში", - განაცხადა მან.


შეკითხვაზე თუ რატომ არ აწარმოებდა სილამაზის სხვა პროდუქტებს პრინცი პასუხობდა „ესენი პროზაა - მე კი პოეზიას ვქმნი“, თუმცა მოგვიანებით მაინც დაამატა ტუჩსაცხები და კომპაქტები.






კომპანიის სწრაფი ზრდა

„დღეს სუნამოების მთელი ტენდენცია მსუბუქი, მაგრამ მდგრადი სურნელისკენ არის მიმართული“, -ამბობდა მაჩაბელი და სუნამოების შექმნის პროცესში მხოლოდ საუკეთესო ინგრედიენტებს იყენებდა: ტიბეტური მუშკი, აბისინური ქარვა და ცივეტი, გრასის ჟასმინის ზეთი, ინდონეზიური პაჩული, ტიროლის მუხის ხავსი, კალაბრიული ბერგამოტის ზეთი, ფისები, აღმოსავლეთ ინდური ვეტივერი და ათობით სხვა ესენცია. წარმატებამაც არ დააყოვნა.

სწრაფი თანმიმდევრობით, ფილიალები და შოურუმები გაიხსნა ევროპის დედაქალაქებსა და ქალაქებში: კანში, ნიცაში, ბაზელში, ლუცერნში და სხვა.

პარიზის პაწაწინა სალონი კი შანელის მდიდრული პარფიუმერიის სალონის მოპირდაპირედ, კამბონის ქუჩაზე მდებარეობდა და მორთული იყო ცქრიალა სარკეებით, რომლებშიც ოქროს გვირგვინის ფორმის ფლაკონები მოგტაცებდათ თვალს. ბევრი ფიქრობდა, რომ შანელის კონკურენციის მცდელობა დიდი რისკი იყო, მაგრამ პრინცმა მაჩაბელმა თქვა, რომ სწორედ შანელთან სიახლოვის გამო შედიოდნენ მაჩაბელის სალონში. "ხალხი იფიქრებს, რომ ზუსტად ჩემი პროდუქციაა ამ კომპანიის კონკურენტი და სულ მცირე ინტერესის გამო ხალხი ჩემი პატარა, მაგრამ ბრწყინვალე მაღაზიის კარებსაც შეაღებს." ბევრისთვის შანელის სუნამო ხელმისაწვდომი არ იყო, თუმცა მაჩაბელის სუნამოს თავისუფლად ყიდულობდნენ. პრინცის ფსიქოლოგიური ხრიკი გამართლდა და ძალიან კარგად ეჯიბრებოდა ზღაპრულად მდიდარ და ცნობილ კონკურენტს პარფიუმერიის ბიზნესში.

მალე, მაჩაბელმა ქარხანა საფრანგეთშიც გახსნა და განათავსა პარიზთან ახლოს, სოფელ კლამარტში. მან ხელმძღვანელად დანიშნა აღიარებული პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი სპირიდონ კედია და დაიწყო პროდუქციის გამოშვება პარიზსა და ლონდონში. ლონდონის სააგენტოს ქართველი ემიგრანტი პრინცი სუმბათაშვილი ხელმძღვანელობდა.


პრინცი მაჩაბელი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ადგილებს, სადაც მისი სუნამო იყიდებოდა. მან უარი თქვა რამდენიმე ადგილზე, რადგან თვლიდა, რომ სოციალური ტონი არ შეესაბამებოდა მაჩაბელის ბრენდს.

როდესაც პრინცი პირველად ხვდებოდა ქალს, ის ხშირად თავაზიანად აძლევდა შენიშვნას, მისი სუნამოს შეუფერებლობის შესახებ და უგზავნიდა საკუთარ არომატს. თუ ის კვლავ ძველ სუნამოს დაუბრუნდებოდა შემდეგ ჯერზე გულისტკივილით დასძენდა - „შენ ჩემი ერთგული არ ყოფილხარ."




თანამშრომლები

მაჩაბელის პირველი თანამშრომლები თანამემამულეები და გადასახლებული არისტოკრატები იყვნენ. იმდროინდელი ქართველი მწერალი მათ ყველაზე თავაზიან მომსახურე პერსონალად წარმოგვიდგენდა. მაჩაბელის თანამშრომლებმა საკუთარ თავზე აიღეს პროდუქტის გაფორმება, შეფუთვა და მიწოდება. მაჩაბელის თანამშრომელთა შორის იყვნენ: პრინცი არჩილ ანდრონიკოფი, ნიკოლას ჰოლმსენი, გრაფი ვალდემარ არმფელტი, პრინცი ნიკოლოზ ლაპუჩინ-დემიდოფი, კირილე გურგე, პრინცი ალექსანდრე ტარსაიძე, პოლ პეტროვიჩ ვრანგელი (ბარონი ფონ ლუდენჰოფი), ბარონი ჩარლზ ვრანგელი, პრინცი და პრინცესა ვასილი, პრინცი ირბიან-ხან კაპლანოფი და ჯორჯ კობი (კობი).


პრინცი ნიკოლოზ ალექსანდროვიჩ ლაპუჩინ დემიდოვი, დაიბადა კორუნის ციხესიმაგრეში, კიევში, უკრაინა 1904 წელს. მამამისმა, პრინცმა ალექსანდრე ნიკოლოზ ლაპუჩინ-დემიდოფმა (ალექსანდრე ნიკოლაევიჩი მე-2 პრინცი ლოპუხინ-დემიდოვი) ცოლი და ხუთი შვილი საგანგებო სარკინიგზო რეისით გახიზნა ქვეყნიდან. ტიტულის მემკვიდრე ნიკოლაი ალექსანდროვიჩმა, 16 წლის ასაკიდან, თავად იშოვა საარსებო წყარო. ჯერ მებაჟე იყო, შემდეგ ნათესავებთან წავიდა საფრანგეთში, იქიდან კი აშშ-ში. პრინცი ნიკოლოზი ამერიკაში ჩავიდა 1926 წელს და იყო ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ემიგრანტი, რომელიც მუშაობდა მაჩაბელთან. ის შეუერთდა კომპანიას, როდესაც მას მხოლოდ ერთი პატარა ოთახი ეკავა ნიუ-იორკში და პერსონალი შედგებოდა მხოლოდ მაჩაბელისაგან, მდივანისა და სტენოგრაფისგან. მაჩაბელის გარდაცვალების შემდეგ დემიდოფი ბლენდების კომპოზიტორად მუშაობდა.


პრინცი კირილ გურგენიძე (Cyril Gurge) , რომელსაც მაჩაბელთან ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებდა მაჩაბელის გარდაცვალების შემდეგ კომპანიის მთავარი ქიმიკოს-პარფიუმერი გახდა.


დევიდ როი, მეფის არმიის ყოფილი გენერალი, მართავდა მაჩაბელის სატვირთოს, ძალიან ამაყობდა მძღოლის უნიფორმით.


კომპანიის წარმომადგენელი იყო პოლ პეტროვიჩ ვრანგელი, რომელიც რუსეთის თეთრი გვარდიის ბრწყინვალე ლიდერად ითვლებოდა.


პრინცი ალექსანდრე (ალექსანდრე) „საშა“ გეორგიევიჩ ტარსაიძე, 1935 წელს გახდა კომპანია „მაჩაბელის“ უფროსის მოვალეობის შემსრულებელი და ხაზინადარი.


კომპანიაში დასაქმებული უამრავი ისტორიული პერსონის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამით მხოლოდ იმის ხაზგასმა გვსურს, რომ მოწყალე გულით დალოცვილი გიორგი, მუდამ ცდილობდა იმ ხალხის დახმარებას, რომლებიც მძიმე დროებამ არ დაინდო და ემიგრაციაში, უცხო მიწაზე გახიზნა.



მოგეწონათ ისტორია? არ გადავიწყდეთ გაუზიაროთ მეგობრებს.


Comments


Commenting has been turned off.

ნებისმიერი 5

სუნამო

33 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  5 სუნამო კატალოგიდან, ნიშ ბრენდების გარდა

2 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ნებისმიერი 4

სუნამო

38 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  4 სუნამო კატალოგიდან, ნიშ ბრენდების გარდა

3 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ნებისმიერი 3

სუნამო

54 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  3 სუნამო კატალოგიდან, ნიშ ბრენდების გარდა

5 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ვერ იპოვეთ კატალოგში სასურველი სუნამო?  

შეავსეთ მოთხოვნის ფორმა

მოგვწერეთ ქვემოთ მოცემულ ველში თუ რომელი არომატი დავამატოთ.
ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით გავითვალისწინოთ თქვენი თხოვნა

თქვენი ერთგულება ჩვენთვის მნიშვნელოვანია

მოითხოვეთ -25% მუდმივი ფასდაკლება მესამე შეკვეთიდან

კოლექციის ბესთსელერები 

რომელი არომატი შევმატოთ კოლექციას?
მიეცით ხმა და მიიღეთ მონაწილეობა კატალოგის განახლებაში
თქვენი ჩართულობა  მნიშვნელოვანია 

bottom of page