top of page

პრინცი მაჩაბელი - წარმატების ისტორია (I ნაწილი)


რა ფასი ექნებოდა ჩვენს ბლოგს თუ არ მოგითხრობდით პარფიუმერიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გავლენიან ფიგურაზე - პრინც მაჩაბელზე, რომელმაც კომპანია "მაჩაბელი" 1926 წელს, ნიუ-იორკის ისთ სთრითზე დააარსა. ის დევნილი იყო, რომელიც რუსულ რეჟიმს ამერიკაში გაექცა.

გიორგი, პრინც ვასილის და პრინცესა ნინას უფროსი ვაჟი გახლდათ, იმ ოჯახის შთამომავალი, რომელიც კეთილშობილურ წოდებას მე-9 საუკუნიდან ატარებდა.

განათლება თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში მიიღო. მოგვიანებით კი სწავლა გააგრძელა ბერლინის სამეფო აკადემიაში, სადაც სამთო ინჟინერიით დაინტერესდა და ქიმიაც შეისწავლა, სწავლა 1900-იანების დასაწყისში დაასრულა. რამდენიმე ქართველთან ერთად ჩამოაყალიბა ორგანიზაცია, "საქართველოს გათავისუფლების კომიტეტი". კომიტეტი მიზნად ისახავდა გერმანიის მთავრობისგან მხარდაჭერის მოპოვებას საქართველოსთვის რუსეთთან დამოუკიდებლობის ბრძოლაში.


პრინცი სამშობლოს არასოდეს დაბრუნებია, ის ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა, რომ საბჭოთა "შავ სიაში" იყო.


შვედეთში მოგზაურობისას, გიორგი ელეონორა (ნორინა) ერნა სესილია გილის შეხვდა, დრამატული თეატრის მსახიობს, რომლის სასცენო სახელი იყო მარია კარმი. როცა მაჩაბელმა ნორინა რელიგიურ სპექტაკლში იხილა, სადაც ის მადონას განასახიერებდა, ძალიერ მოიხიბლა მისით. 1917 წელს გიორგი და ნორინა ფლორენციაში, იტალიაში დაქორწინდნენ, სადაც პრინცი მაჩაბელი საქართველოს ელჩი იყო 1921 წლამდე.

ის თან გაჰყვა მეუღლეს გასტროლებზე ამერიკაში. 1921 წელს კი, როცა მაჩაბელს ჩამოერთვა ყველანაირი ქონება და შესაბამისად ფინანსურმა უკუსვლამაც არ დააყოვნა, წყვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა შტატებში დარჩენა და დაფუძნება. მათ მედისონ ავენიუზე პატარა, ექსკლუზიური ანტიკვარიატის მაღაზია გახსნეს სახელწოდებით "Le Rouge et Le Noir" ("წითელი და შავი").


მაღაზიაში წყვილმა გასაყიდად გამოიტანა იშვიათი იმპორტირებული ნივთები: სპარსული ხალიჩები, ავეჯი, იტალიური და ესპანური ქსოვილები, ანტიკვარული სამკაულები. სხვა ანტიკვარებთან ერთად მაღაზიაში გამოფენილი იყო ხელოვნების იშვიათი ნიმუშები, სიგარეტები, სხვადასხვა მდიდრული ნივთები, მოგვიანებით კი ამ რიცხვს სუნამოებიც მიემატა. ნივთების შერჩევისას, მომხმარებლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრინცის მიერ შეთავაზებული ექსკლუზიური ჩაი დაელიათ, მოეწიათ უფასო სიგარეტი და უბრალოდ კამპანიით ესიამოვნათ. ნორინა, რომელსაც სამსახიობო კარიერის წყალობით შეძლებული მეგობრები ბლომად ჰყავდა საზოგადოების მაღალ წრეში, სთავაზობდა მათ სტუმრად სწვეოდნენ მაღაზიას. ნორინას მდიდარი და ცნობილი მეგობრები იმდენად იხიბლებოდნენ პრინცის სტუმართმოყვარეობითა და შარმით, რომ სრულებით ავიწყდებოდათ რაიმეს შეძენა. მეგობრული კვანძები კი მტკიცდებოდა, მაგრამ ბიზნესი უკან მიდიოდა. წყვილმა ნასესხები 4 000$ ინგრედიენტების შესაძენად გამოიყენა. პირველი სუნამო ანტიკვარიატის მაღაზიის სამზარეულოში დამზადდა და პირველ ქმნილებას Ave Maria ეწოდა.


ამის შემდეგ, გიორგიმ კონცენტრირება მთლიანად ქიმიის შესწავლაზე მოახდინა, რომელსაც მანამდე ბერლინში სწავლობდა. ის ხშირად იკვეხნიდა, რომ შეეძლო არომატის ზუსტი რეპროდუცირება და სურდა ეს უნარი საკუთარ ბიზნესშიც გამოეყენებინა. ის ესწრებოდა პროფესორ ვიმერის ღამის კურსებს პარფიუმერიის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის ფარმაციის კოლეჯში. ორი წლის შემდეგ კი სწავლა დაასრულა პარიზში, პარფიუმერიის მაღაზიის ლაბორატორიაში. პრინცი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ სტუდენტობის პერიოდში სუნამოებით შეპყრობილს, მოუწევდა მათი პროფესიონალურად დამზადება... მანჰეტენის სპეციალიზებული მაღაზიის პარფიუმერულ განყოფილებაში მთავარ კონსულტანტად მუშაობიდან ერთი წლის შემდეგ მაჩაბელმა საკუთარი კომპანია დააარსა. ის დაუღალავად ქმნიდა სუნამოებს. მალე, მის მაღაზიაში სუნამოების რაოდენობამ ბევრად გადააჭარბა ანტიკვარების რაოდენობას, მაჩაბელის შემოსავალი საგრძნობლად გაიზარდა და გააცნობიერა, რომ მეტი დრო და ენერგია უნდა დაეთმო სუნამოების დამზადებისთვის. მან ანტიკვარიატის ბიზნესი გვერდით გადადო და თავი მთლიანად პარფიუმერიას მიუძღვნა. გიორგი იყო არომატების შემქმნელი, ბოთლების დიზაინერი, სავაჭრო და სარეკლამო აგენტი. პრინცი იმ დროისთვის საკმაოდ გამორჩეული სარეკლამო კამპანიით წარსდგა საზოგადოების წინაშე. ხალხის ყურადღების მისაპყრობად დიდ აქცენტს აკეთებდა ვიტრინების თვალისმომჭრელ დიზაინზე და ლამაზ განათებაზე. შედეგმაც არ დააყოვნა...1930 წლსთვის მისი სუფთა შემოსავალი მეოთხედ მილიონ დოლარს შეადგენდა. კომპანია მაჩაბელის ოქროს ხანა ჯერ მხოლოდ იწყებოდა.


​თუ მოგეწონათ ისტორია არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ მეგობრებს.




Comments


Commenting has been turned off.

ნებისმიერი 5

სუნამო

33 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  5 სუნამო კატალოგიდან, ნიშ ბრენდების გარდა

2 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ნებისმიერი 4

სუნამო

38 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  4 სუნამო კატალოგიდან, ნიშ ბრენდების გარდა

3 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ნებისმიერი 3

სუნამო

54 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  3 სუნამო კატალოგიდან, ნიშ ბრენდების გარდა

5 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ვერ იპოვეთ კატალოგში სასურველი სუნამო?  

შეავსეთ მოთხოვნის ფორმა

მოგვწერეთ ქვემოთ მოცემულ ველში თუ რომელი არომატი დავამატოთ.
ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით გავითვალისწინოთ თქვენი თხოვნა

თქვენი ერთგულება ჩვენთვის მნიშვნელოვანია

მოითხოვეთ -25% მუდმივი ფასდაკლება მესამე შეკვეთიდან

კოლექციის ბესთსელერები 

რომელი არომატი შევმატოთ კოლექციას?
მიეცით ხმა და მიიღეთ მონაწილეობა კატალოგის განახლებაში
თქვენი ჩართულობა  მნიშვნელოვანია 

bottom of page