
ვინ იყო პარფიუმერი, რომელმაც შექმნა ეპოქალური Chanel no.5, მიუძღვნა სუნამო რომანოვებს და თვით ნაპოლეონის გამარჯვებას. რა აკავშირებდა მას გაბრიელა შანელთან და რა უცნაურ ვითარებაში გაიცნო ის?
ერნესტ ბო დაიბადა 1881 წელს, მოსკოვში “რალეს & კომპანიის” ოფისის სიახლოვეს. მამამისი, წარმოშობით ფრანგი ედუარდ ბო ამ კომპანიის მთავარი პარფიუმერი და დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. მას შემდეგ, რაც ერნესტმა უმაღლესი განათლება მიიღი, “რალეს” კომპანიას ლაბორატორიის ასისტენტის რანგში შეუერთდა (საპნების განყოფილებაში). ორი წლის შემდეგ კი სამხედრო სამსახურისთვის მოუწია თანამდებობის დატოვება, რომელიც საფრანგეთში უნდა გაევლო. 1902-ში, როცა ის რუსეთში დაბრუნდა, კვლავ შეუერთდა “რალეს” პარფიუმერთა დივიზიას, მუშაობდა ტექნიკური დირექტორის, ლემერსიერის მეთვალყურეობის ქვეშ. ლემერსიერი, ორიგინალური და თანამედროვედ მოაზროვნე პიროვნება იყო, მან გააბედინა ერნესტს აღმოეჩინა ახალი ტრენდები და მასალები. 1907 წელს, ბო დააწინაურეს ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე და გახდა დირექტორთა საბჭოს წევრი.

მისი პირველი სუნამო (სახელი უცნობია) 1907 წელს გამოვიდა, მაგრამ პირველი წარმატება 1912 წელს უკავშირდება, როცა ბოროდინოს ბრძოლის 100 წლის თავის აღსანიშნავი იუბილესთვის შექმნა სუნამო სახელწოდებით Bouquet de Napoleon (ოდეკოლონის ფორმით) სუნამო ნაპოლეონის უკანასკნელ და ყველაზე სისხლიან გამარჯვებას ეძღვნებოდა.
მომდევნო წელს, ერნესტმა კვლავ გამოუშვა სუნამო სახელწოდებით Bouquet de Catherine, რომანოვთა 300 წლიანი ისტორიისთვის პატივის მისაგებად, რომელიც დღეს ცნობილია სახელწოდებით „წითელი მოსკოვი“. ერთ-ერთ მის ლექციაზე ისაუბრა კიდეც ნაპოლეონისადმი მიძღვნილი სუნამოს წარმატებაზე, მაგრამ არაფერი უთქვამს რომანოვთათვის მიძღვნილი არომატის შესახებ.

საოცარია ის ფაქტი, რომ ერნესტი ჯერ კიდევ 1914 წლამდე მუშაობდა ალდეჰიდების შექმნაზე Houbigant's -ის Quelques Fleurs-ის შთაგონებით, რომელშიც პარფიუმერმა რობერტ ბენიამინმა წარმატებით გამოიყენა პირველი ალდეჰიდი C-12 MNA. ბევრი დღემდე ამტკიცებს, რომ ეკატერინასადმი მიძღვნილი თაიგული იყო მცდელობა გამოეყენებინა თავისი ახალი აღმოჩენები. ზუსტად არ ვიცით რომელ წელს, მაგრამ ეკატერინასადმი მიძღვნილი საჩუქარი მალე მოგვევლინა ახალი სახელწოდებით Rallet Le No.1. ერნესტმა მალევე შეძლო გაუმჯობესება, 1919-1920 წლებში შექმნა CHANEL no.5 და CHANEL no. 22.
საინტერესოა, რომ 1920 წელს, ბო გაბრიელა შანელს წარუდგინა რუსეთიდან ბოლშევიკურ რევოლუციამდე გაძევებულმა ჰერცოგმა დიმიტრი პავლოვიჩმა (რუსეთიდან რასპუტინის მკვლელობაში შეტანილი წვლილისთვის გადაასახლეს). გაბრიელას და დიმიტრის სასიყვარულო ინტრიგების შესახებ ხმები მთელ საფრანგეთში დადიოდა, თუმცა ყველაფერი ერთ წელში დასრულდა. დიმიტრიმ კარგად იცოდა “რალეს & კომპანიის” შესახებ და სავარუდოდ სწორედ აქედან იცნობდა ერნესტ ბოსაც. ფაქტია, ამ ნაცნობობამ სამყაროს საუკეთესო სუნამოები აჩუქა, რადგან გაბრიელამ სწორედ მაშინ სთხოვა შეექმნა სუნამო “ქალის არომატით”(იგულისხმება CHANEL no. 5).
1922 წლამდე, ბო მთლიანად შანელის არომატების შექმნით იყო დაკავებული. ის ძალინ მცირე რაოდენობას უგზავნიდა გაბრიელა შანელს საკუთარი ლაბორატორიდან. სამწუხაროდ, ერნესტს არ შეეძლო დიდი რაოდენობა ეწარმოებინა, ხოლო შანელს არ შეეძლო რამდენიმე ბოთლის მეტი გაეყიდა.

1930-იან წლებში, “Chanel”-მა და “Bourjois ”-მა გამოუშვეს რამდენიმე დასახელების უნიკალური არომატი, სადაც ეჭვიც არ შეგეპაროთ, აუცილებლად ერნესტ ბოს ხელი ერია, მაგრამ მოგვიანებით როგორც კომპანიების მესვეურებმა განმარტეს, ერთ არომატს უფრო მეტი პოპულარობის მოხვეჭა შეეძლო ბრენდითვის, ვიდრე რამდენიმე ასეულ დასახელებას. მათ გულწრფელად აღირეს, რომ შანელითვის ეს იყო No. 5, ხოლო Bourjois -ისთვის Soir de Paris (ორივე ქმნილება რასაკვირველია ერნესტს ეკუთვნის).
მაგრამ შექმნა კი მან უკანასკნელი კლასიკა 1936-ში? ყველა წყაროს ცნობით, ერნესტი, მუდმივად ატარებდა ექსპერიმენტებს. 1940-იანებში, როცა შანელს შეწყვეტილი ჰქონდა ახალი კოლექციების გამოშვება, უეცრად გამოჩნდა „Mademoiselle Chanel “.
“Mademoiselle Chanel No. 1”-ის უკანასკნელმა ანალიზმა დაადასტურა თვალნათელი კავშირი “CHANEL No. 5”-თან. უცნობ მიზეზთა გამო, ბომ თავი შორს დაიჭირა ამ სუნამოსგან, მაგრამ კვლევები ჯიუტად ცხადყოფს ერნესტის ხელწერას. მიუხედავად იმისა, რომ პარფიუმერთა ლეგენდას უყვარდა ალდეჰიდები, ამ სუნამოში მათმა არარსებობამ ეჭვებს მისცა გასაქანი. არადა ალდეჰიდების ნაცვლად სუნამოში გამოყენებულია 1940-იანი წლების უახლესი ინგრედიენტები, ისევ და ისევ ერნესტის უბადლო ხელწერით, რომელსაც ვერავინ სხვა ვერ გაიმეორებდა. რასაკვირველია, რასოდეს გვეცოდინება სრული სიმართლე ამ სუნამოს გაუჩინარების შესახებ მას შემდეგ, რაც პიერ ვერტჰეიმერმა (Bourjois-ის მფლობელმა) ახალ შეთანხმებას მიაღწია გაბრიელა შანელთან.
Comentários