top of page

ოსმოთეკა-არომატების არქივი


ოდესმე გიფიქრიათ თუ რა ემართებათ ბაზრიდან გაუჩინარებულ სუნამოებს? არ იღელვოთ. ისინი საიმედო თავშესაფარს ოსმოთეკის მყუდრო თაროებზე ჰპოვებენ.

1980-იანი წლების დასაწყისში, საფრანგეთის პარფიუმერთა საზოგადოების კომისიამ მიზნად დაისახა აღენუსხა და შეენახა ყველა არსებული სუნამო. ამბიციური გეგმაა, არა? სწორედ ასე დაიბადა ოსმოთეკის შექმნის იდეა.

აქ წარმოდგენილია როგორც უკკვე მივიწყებული ნედლეული, მაგ: ტონკინის მუშკი, ასევე ძველი ფორმულები და უახლოეს წარსულში მივიწყებული არომატები.

ბერძნულად "ოსმე" ნიშნავს სუნს ხოლო "თეკა"-საცავს, ოსმოთეკა არომატების საცავია, რომელიც მდებარეობს ვერსალში, საფრანგეთში. ეს უნიკალური ადგილი ღიაა ყველასთვის. აქ თქვენ წააწყდებით, როგორც პროფესიონალებს, რომლებიც შთაგონების საძიებლად ჩამოდიან, ასევე მოყვარულ ისტორიკოსებს ან უბრალოდ ცნობისმოყვარე ტურისტებს.

სუნამო მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა შეგიძლია დაყნოსო" განაცხადა ოსმოთეკის დამფუძნებელმა. მართლაც, სუნამო ისტორიის ინტეგრალური ნაწილია. სუნამოა მოწმე ადამიანთა ევოლუციისა საუკუნეების განმავლობაში. წარმოიდგინეთ, რამდენი სუნამო გაუჩინარდა უკვალოდ ანტიკური ხანიდან შუა საუკუნეებაამდე, შუა საუკუნეებიდან თანამედროვე დრომდე...


აღნუსხვის პროცესში პარფიუმერებმა კოლოსალური შრომა ჩადეს. ისინი ეძებდნენ, იკვლევდნენ ძველ ფორმულებს პარფიუმერებისგან, უკავშირდებოდნენ მათ მემკვიდრეებს. ისინი უახლოესი წარსულით როდი შემოიფარგლნენ და უფრო შორს, ისტორიის სიღმეებიდან ანტიკურ ხელნაწერებში გადმოცემული არომატებიც კი გააცოცხლეს.

გაცოცხლებული არომატების ფორმულები ზესაიდუმლო მასალებს განეკუთვნება და საიმედოდ ინახება საცავში, რათა საიმედოდ იქნას დაცული კაცობრიობის ერთ-ერთი უმშვენიერესი მონაპოვარი-"სუნამო" სამუდამო დავიწყებისა და გაქრობისგან. აქ ხდება გაუჩინარებული არომატების ზუსტი ფორმულირებით აღდგენა. ფორმულირების პროცესი მკაცრადაა დაცული და თუ არომატის აღსადგენად თუნდაც ერთი ინგრედიენტის მოძიება ვერ ხერხდება, პროცესი უბრალოდ ჩერდება. გახსოვდეთ- აქ არ ინტერპრეტირებენ, აქ მხოლოდ ინახავენ.


ოსმოთეკის განვითარებაში დიდი წვლილი მოხალისეებს მიუძღვით. სწორედ მოხალისეები ზრუნავენ მუზეუმის კოლექციის შენარჩუნებასა თუ განვითარებაზე. ოსმოთეკას არქივში 4000-ზე მეტი არომატია, აქედან 800-ხელოვნების ნიმუშებადაა მიჩნეული, რადგან მათი პოვნა ბაზარზე თუ კერძო კოლექციებშიც შუძლებელია, ამიტომ ისინი აღდგენილნი არიან განსაკუთრებული ტექნოლოგიით.

არომატები ინახება სპეციალურ საცავში, რომელსაც "მარანს" უწოდებენ. ეს არის სინათლის პირდაპირი ზემოქმედებისგან კარგად დაცული ადგილი, სადაც შენარჩუნებულია მუდმივი ტემპერატურული რეჟიმი. ბოთლებში ჩატუმბულია ინერტული აირი არგონი, რომელიც ხელს უშლის ჟანგბადთან შეერთების რეაქციას და არომატს დიდი ხნის განმავლობაში უცვლელად ინარჩუნებს.

აქ ნამდვილი სურნელოვანი საგანძურის აღმოჩენაა შესაძლებელი. დროსა და არომატებში მოგზაურობას თუ გადაწყვეტთ იცოდეთ, რომ ძალიან შორს წახვალთ და შესაძლებლობა გექნებათ შეიგრძნოთ Reine De Hongrie-ს (მე-14 საუკუნით დათარიღებული არომატი) სურნელი, იგრძნოთ იმ ოდეკოლონის არომატი, რომელსაც ნაპოლეონი კ. ელენაზე გადასახლებისას ატარებდა. დაყნოსოთ ე.წ. "ოთხი ქურდის ძმარს", რომლის საინტერესო ისტორიაზეც აუცილებლად მოგითხრობთ მომდევნო ბლოგში.

გაინტერესებთ სუნამოები და გსურთ ამ მხრივ ცოდნა გაიფართვოთ? მაშინ ეწვიეთ ოსმოთეკას ვერსალში!


Comentarios


Los comentarios se han desactivado.

ნებისმიერი 5

სუნამო

33 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  5 სუნამო კატალოგიდან, ნიშ ბრენდების გარდა

2 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ნებისმიერი 4

სუნამო

38 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  4 სუნამო კატალოგიდან, ნიშ ბრენდების გარდა

3 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ნებისმიერი 3

სუნამო

54 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  3 სუნამო კატალოგიდან, ნიშ ბრენდების გარდა

5 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ვერ იპოვეთ კატალოგში სასურველი სუნამო?  

შეავსეთ მოთხოვნის ფორმა

მოგვწერეთ ქვემოთ მოცემულ ველში თუ რომელი არომატი დავამატოთ.
ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით გავითვალისწინოთ თქვენი თხოვნა

თქვენი ერთგულება ჩვენთვის მნიშვნელოვანია

მოითხოვეთ -25% მუდმივი ფასდაკლება მესამე შეკვეთიდან

კოლექციის ბესთსელერები 

რომელი არომატი შევმატოთ კოლექციას?
მიეცით ხმა და მიიღეთ მონაწილეობა კატალოგის განახლებაში
თქვენი ჩართულობა  მნიშვნელოვანია 

bottom of page