top of page

ოდრისთვის შექმნილი ექსკლუზივი - L'interdit-ის ისტორია, "აკრძალული" სახელი



როგორ დაიწყო ყველაფერი?


ჟივანში მთელი თავისი კარიერის განმავლობაში თანამშრომლობდა ცნობილ ადამიანებთან, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ოდრი ჰეპბერნი იყო.


მათი თანამშრომლობა მხოლოდ პროფესიონალური სახით არ შემოიფარგლებოდა - ისინი სწრაფად და ახლოს დამეგობრდნენ.


როდესაც დიზაინერმა პირველად ნახა ოდრი, პირველი შთაბეჭდილება ასეთი იყო - "გამხდარი ქალი მოკლე თმით, სქელი წარბებით და ლამაზი თვალებით". ის იხსენებდა ოდრის ბალერინის ფეხსაცმელებს,

მოხდენილ მაისურს და ჩალის გონდოლიერის ქუდს"




ჰეპბერნმა მას სთხოვა მის ჩაცმულობაზე ეზრუნა, რაზეც უარი მიიღო. თუმცა, ოდრი არ დანებდა და დიზაინერი სადილზე მიიწვია - სწორედ ამ სადილის შემდეგ დაიწყო და გაღრმავდა მათი პროფესიული და პირადი მეგობრობა.


ჟივანში იმ მომენტში საკმაოდ მოექცა ჰეპბერნის ჯადოქრული ქარიზმის გავლენის ქვეშ. წყვილს შორის უამრავი საქმიანი თანამშრომლობა შედგა - ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჟივანშის პატარა შავი კაბა იყო 1961 წელს ფილმში "საუზმე ტიფანისთან".


სინამდვილეში, ოდრი იყო არა მხოლოდ ჟივანშის ახლო მეგობარი, არამედ მისი მუზა. ჰეპბერნი ამბობდა: „ის ქმნის სამოსს, რომელშიც მე თავს სრულყოფილად გამოვხატავ. ის ბევრად მეტია, ვიდრე დიზაინერი - ის პიროვნების შემოქმედია“.


რა გასაკვირია, რომ ამ საოცარი მეგობრობის შედეგად შეიქმნა L'interdit. თავდაპირველად ფარულად, 1954 წელს, მხოლოდ ოდრისთვის, რომელსაც იგი პირადად გადასცა დიზაინერმა.


L'Interdit დღემდე გარშემორტყმულია დამაინტრიგებელი ჭორებითა და ისტორიებით, რომლებიც ძირითადად დაკავშირებულია მის წარმოშობასთან და ოდრი ჰეპბერნთან:


"აკრძალული" სახელი

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჭორი იმის შესახებაა თუ როგორ მიიღო სუნამომ სახელი. როდესაც ჰუბერტ დე ჟივანშიმ ჰკითხა ოდრი ჰეპბერნს, შეეძლო თუ არა მის მიერ შექმნილი სუნამოს კომერციალიზაცია, მან მხიარულად უპასუხა: "Mais je vous l'interdis!" ("მე გიკრძალავ!"). აქედან მოდის სახელი, რაც ნიშნავს "აკრძალულს". მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი ფართოდ გავრცელდა, გაურკვეველია, რამდენად არის ეს სიმართლე ან იქნებ მიზანმიმართული მარკეტინგული სტრატეგია?


გასაიდუმლოებული ფორმულა

არსებობს ლეგენდა, რომ L'Interdit-ის თავდაპირველი ფორმულა უმაღლეს დონეზე იყო დაცული და ცნობილი გახლდათ მხოლოდ რამდენიმე რჩეულისთვის Givenchy-ში. ჭორები ვარაუდობენ, რომ სუნამოს კომერციალიზაციის შემდეგაც კი, ორიგინალი ნაზავის ზუსტი შემადგენლობა მაინც კონფიდენციალური დარჩა და მხოლოდ მცირე ცვლილებები განხორციელდა საჯარო გასაყიდად.


ხელახალი გამოშვების "წყევლა"

სუნამოების ზოგიერთი მოყვარული თვლის, რომ L'Interdit-ის მსგავსი კლასიკური სუნამოების რეფორმულირებამ და ხელახლა გამოშვებამ შეიძლება დააკნინოს მათი მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ L'Interdit-ის თანამედროვე ვერსიები მილიონობით მომხმარებელმა აიტაცა, ზოგს მტკიცედ სჯერა, რომ ორიგინალი სუნამო, რომელიც ასე მჭიდროდ არის მიბმული ჰეპბერნთან, უნიკალური და შეუცვლელია.


მოკრძალებული ოდრი

დადიოდა ხმები, რომ ჰეპბერნს თავდაპირველად არ სურდა მისი სახელი სუნამოსთან კომერციულად დაკავშირება. იგი ცნობილი იყო თავისი თავმდაბლობით და ამჯობინებდა შეენარჩუნებინა L'Interdit როგორც მისი პირადი, უნიკალური სურნელი. თუმცა, მისმა ჟივანშისთან მეგობრობამ გაიმარჯვა და საბოლოოდ დართო ნება დიზაინერს ამ უნიკალურ არომატს დღის შუქი ეხილა.


და მაინც, როგორც არ უნდა ყოფილიყო, L'Interdit მისტიკურ და მარადიულად მიმზიდველ არომატად რჩება, რაც მას არა მხოლოდ სუნამოდ, არამედ ჰოლივუდისა და მოდის ისტორიის ნაწილად აქცევს.


არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ მეგობრებს.






Comments


Commenting has been turned off.

ნებისმიერი 5

სუნამო

33 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  5 სუნამო კატალოგიდან, ნიშ ბრენდების გარდა

2 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ნებისმიერი 4

სუნამო

38 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  4 სუნამო კატალოგიდან, ნიშ ბრენდების გარდა

3 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ნებისმიერი 3

სუნამო

54 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  3 სუნამო კატალოგიდან, ნიშ ბრენდების გარდა

5 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ვერ იპოვეთ კატალოგში სასურველი სუნამო?  

შეავსეთ მოთხოვნის ფორმა

მოგვწერეთ ქვემოთ მოცემულ ველში თუ რომელი არომატი დავამატოთ.
ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით გავითვალისწინოთ თქვენი თხოვნა

თქვენი ერთგულება ჩვენთვის მნიშვნელოვანია

მოითხოვეთ -25% მუდმივი ფასდაკლება მესამე შეკვეთიდან

კოლექციის ბესთსელერები 

რომელი არომატი შევმატოთ კოლექციას?
მიეცით ხმა და მიიღეთ მონაწილეობა კატალოგის განახლებაში
თქვენი ჩართულობა  მნიშვნელოვანია 

bottom of page