top of page

რა არის ნიშ სუნამო?

დღესდღეობით, პარფიუმერული ბაზრის მოთამაშეების განსაზღვრისთვის გამოიყენება მრავალი ტერმინი: "სელექციური პარფიუმერია", "მეინსტრიმი", "კონფიდენციალური ბრენდები", "ნიშ პარფიუმერია"... ეს უკანასკნელი პარფიუმერებისა და მომხმარებლების საერთო ენაში რამდენიმე წელია დამკვიდრდა და დიდი დებატების საგანია. როგორ განვსაზღვროთ რომელია ნიშ პარფიუმერია? მოდით გავიგოთ მეტი ამ სურნელოვანი ნისლეულის შესახებ.


რა არის ნიშ პარფიუმერია?

„ნიშის“ გამოყენება ეკონომიკური და მარკეტინგული ტერმინია. ნიშ ბაზარი არის ვიწრო ან კონფიდენციალური სექტორი, სადაც ერთიანდება სპეციალიზებული პროდუქტი, რომლის შესაძენად ადამიანები სოლიდურ თანხებს იხდიან. როდესაც კომპანია მიზნად ისახავს ნიშ ბაზარზე დამკვიდრებას, ეს თავისთავად ნიშნავს ნაკლებ კონკურენციას და ამავდროულად კლიენტების ნაკლებ რაოდენობას. სწორედ ამ ნიუანსში იმალება გამოწვევა.


როგორ დაიწყო ყველაფერი?

მე-20 საუკუნის დასაწყისში სუნამოების ბაზარი ელვის სისწრაფით განვითარდა. ამ სექტორში, პარფიუმერული სახლები მოდის სახლებმა ჩამოაგდეს დიდების კვარცხლბეგიდან. ისინი აუდიტორიას სთავაზობდნენ უფრო მიმზიდველ კომუნიკაციას და თამაშობდნენ ბრენდის მდიდრული იმიჯით.


60-იანი წლებიდან ნიშ სუნამოები გამოჩნდა იმ მოთამაშეების მეშვეობით, რომლებმაც საკულტო ინგრედიენტებს ახალი მნიშვნელობა მიანიჭეს. Diptyque, L’Artisan Parfumeur, Annick Goutal, Serge Lutens გახდნენ განსხვავებული არომატების პიონერები. განსხვავებული იმიტომ, რომ ისინი შორს იდგნენ სუნამოების დამზადების "მეინსტრიმული" პრინციპებისგან: მე-19 საუკუნის მკაცრი ბოთლები, იშვიათი ნედლეული, მაღალკონცენტრირებული ფორმულები, რომლებიც ძალიან იშვიათად ან საერთო არ არის რეკლამირებული. ეს ახალი მარკეტინგული კოდები მოითხოვდა ნამდვილ ცოდნას, დიდ კრეატიულობას და გამოცდილებას.


დაბნეულობა

2016 წელს „ნიშ“ სუნამოების გამოშვების რაოდენობამ სხვა ბრენდებს გადააჭარბა.შესაბამისად, ეს ბაზარი სერიოზულად გადაიტვირთა და აღარ იყო ძველებურად კონფიდენციალური. ბოლო წლების განმავლობაში, საზღვრები "ნიშსა" და "მეინსტრიმს" შორის სულ უფრო თხელი გახდა. ნიშ სუნამოების მომხმარებლები აღარ არიან მხოლოდ ინფორმირებული მოყვარულები, არამედ მომხმარებელთა დიდი რაოდენობა, რომელიც ეძებს ორიგინალობას, ეძებს "უსუნო" სუნამოებს...მზარდი, გაჯერებული სექტორის წინაშე, მარკეტინგული ტერმინი „ნიშა“ აღარ ჩანს ძალიან შესაფერისი.სპეციალისტებს ურჩევნიათ ისაუბრონ ალტერნატიულ ბრენდებზე, კონფიდენციალურ, შერჩევით პარფიუმერიაზე ან თუნდაც საავტორო სუნამოებზე.


და მაინც, რომელია ნიშ სუნამო?

ნიშ სუნამო არის ის, რომელიც დამზადებულია ისეთი კომპანიის მიერ, რომელიც ქმნის მხოლოდ სუნამოებს. განსხვავებით მოდის სახლების სუნამოებისგან, რომლებიც ცნობილია როგორც "დიზაინერული სუნამოები" და "მეინსტრიმული სუნამოები" ან "სელებრითული სუნამოები".



Commentaires


Les commentaires ont été désactivés.

ნებისმიერი 5

სუნამო

33 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  5 სუნამო კატალოგიდან, ნიშ ბრენდების გარდა

2 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ნებისმიერი 4

სუნამო

38 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  4 სუნამო კატალოგიდან, ნიშ ბრენდების გარდა

3 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ნებისმიერი 3

სუნამო

54 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  3 სუნამო კატალოგიდან, ნიშ ბრენდების გარდა

5 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ვერ იპოვეთ კატალოგში სასურველი სუნამო?  

შეავსეთ მოთხოვნის ფორმა

მოგვწერეთ ქვემოთ მოცემულ ველში თუ რომელი არომატი დავამატოთ.
ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით გავითვალისწინოთ თქვენი თხოვნა

თქვენი ერთგულება ჩვენთვის მნიშვნელოვანია

მოითხოვეთ -25% მუდმივი ფასდაკლება მესამე შეკვეთიდან

კოლექციის ბესთსელერები 

რომელი არომატი შევმატოთ კოლექციას?
მიეცით ხმა და მიიღეთ მონაწილეობა კატალოგის განახლებაში
თქვენი ჩართულობა  მნიშვნელოვანია 

bottom of page