top of page

მკურნალი არომატები



გავიხსენოთ ის უძველესი არომატული ნაზავები, რომლებსაც ბევრი არაფერი ჰქონდათ საერთო სილამაზის რუტინასთან და ხალხს მათ არომატზე მეტად მათი სამკურნალო თვისებები აინტერესებდა. რა შუაში იყო სუნამო განკურნებასთან? მოდი, ჩვენი მოგზაურობა ეგვიპტიდან დავიწყოთ.



ეგვიპტელების კიფი​

ფარაონების ეპოქაში, სუნამოებს მედიცინაში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი ეჭირა. ეგვიპტელები რეგულარულად წვავდნენ კედარსა და ღვიას. ასევე პოპულარული იყო სხვადასხვა მცენარეების არომატული ნარევები. ამ კომპოზიციებს შორის ერთ-ერთი ცნობილი და იდუმალი სურნელოვანი საშუალება, რომელიც დღემდე ცნობილია არის კიფი. ამ სურნელოვან კომპოზიციას იყენებდნენ, როგორც საკმევლის სახით, ასევე ღვინოში გასაზავებლად. მის არომატს ჰქონდა ძალა ძილი მოეგვარა ადამიანისთვის, დაემშვიდებინა და მოედუნებინა გონება. იყენებდნენ ფილტვების, ნაწლავების და ღვიძლის პრობლემების სამკურნალოდ.



ტერიაკი - ანტიდოტიდან წამლამდე

სურნელოვანი სამკურნალო საშუალებებიდან ტერიაკი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და რთული ნარევია. მის ისტორიულ ფესვებს მეფე მითრიდატე VI-მდე მივყავართ, რომელიც პატიმრებზე ატარებდა ექსპერიმენტებს და მათზე შხამებსა და ანტიდოტებს სცდიდა. საბოლოოდ კი განაცხადა, რომ იპოვა ანტიდოტი ყველა შხამის წინააღმდეგ. საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა ტერიაკის რეცეპტი, რათა "უნივერსალური წამალი" გამხდარიყო, თუმცა არსებობდა ოთხი აუცილებელი ინგრედიენტი: გველგესლას ხორცი, თახვის სათესლე ჯირკვლების სურნელოვანი სეკრეტი, ოპიუმის ფხვნილი და თაფლი. ამ ძირითად ნარევს ემატებოდა სხვადასხვა კომპონენტები. ტერიაკის ფვნილის სახით გამოყენებამ მალე მოიპოვა პოპულარობა ჭირის, წითელას და ჩუთყვავილას მკურნალობის პროცესში.


სურნელოვანი წყალი კიოლნიდან უნგრეთამდე​

"საიმპერატორო წყალი", "გვირგვინოსანი წყალი", "საოცარი წყალი"... ამ არომატულ სითხეებს იყენებდნენ ადამიანები, როგორც ჰიგიენური, ასევე დაავადებებისგან დაცვის მიზნით. სწორედ ერთმა ასეთმა რეპეტმა მოიპოვა დიდი პოპულარობა: უნგრეთის დედოფლის წყალი, რომელიც მზადდებოდა ღვინის სპირტით მაცერირებული როზმარინის ფუძეზე. გამოიყენებოდა როგორც შესაზელად, ასევე დასალევად. მის სამკურნალო თვისებებს განადიდებდნენ დიდგვაროვნები, რომლებიც მას ინტენსიურად იყენებდნენ სიმსივნეების, მუცლის ტკივილის ან უბრალოდ ყურებში ზუზუნის დასაძლევადაც კი. რამდენიმე ასეული წლის შემდეგ მან გზას გაუხსნა ოდეკოლონს.


სურნელოვანი ძმარი​

1700-იანი წლებში სურნელოვანი წყლების გვერდით ჩნდება სურნელოვანი ძმარი, რომელსაც ოსტატი დისტილერები ყვავილებით ან სანელებლებით ამზადებდნენ. ელეგანტურსა და ყველაზე დაფასებულთა შორის იყო მიხაკისა და ვარდის ძმარი. ისინი შემადგენლობის მიხედვით სხვადასხვა დანშნულებას იძენდნენ და გამოიყენებოდნენ, როგორც აბაზანაში, ასევე კანის მოვლის პროცესში. დამარბილებელი თვისებების გამო ტუალეტის ძმარი ძალიან ცნობილი სილამაზის პროდუქტი გახდა მე-19 საუკუნიდან. მოდასა და აღმოჩენებთან ერთად იმდროინდელი მედიცინის კაბინეტებისა და ჰიგიენის საშუალებების ძირითადი ნაწილი ქარვის, ლავანდის, მუსკატის ან დარიჩინის ძმარი გახდა.



ოთხი ქურდის ძმარი ​

1628-1631 წლებში, ტულუზაში მიმდინარე შავი ჭირის ეპიდემიის დროს, ერთი იდუმალი დაჯგუფება მიცვალებულთა სახლებს ძარცვავდა, მაგრამ უვნებლად აღწევდა თავს საზარელ პანდემიას, სავარაუდო, 500 000-მდე მსხვერპლით.


ისინი მალევე დააპატიმრეს და კოცონზე დაწვა მიუსაჯეს, თუმცა სასამართლო დაინტერესდა როგორ გადაურჩნენ შავ ჭირს უვნებლად, სანაცვლოდ კი...


სურნელოვანი სამკურნალო საშუალება - საოცარი აქსესუარი​

რენენსანსის ეპოქაში, როცა წყალი ადამიანებს შიშს გვირდა ყველგან სუნამოები იყო. ლუი მე-14-ის კარის ექიმმა შეიმუშავა ე.წ. "სამეფო ჭურჭელი" ერთგვარი შიდა დიფუზორი, რომლებიც მისი თქმით საშუალებას აძლევდა სურნელოვან ინგედიენტებს გულში, სისხლძარღვებსა და ფილტვებში შეეღწია. აქვე უნდა მოვიხსენიოთ "კუკუფე", ერთგვარი სამკურნალო არომატული ქუდი, რომლის ტარება რეკომენდებული იყო მთელი ღამისა და დღის განმავლობაში ქუდს შიგნით, და რომელიც ხანდაზმულებს ეხმარებოდა თავბრუსხვევისა და მეხსიერების დაქვეითების წინააღმდეგ ბრძოლაში. სააფთიაქო წარმოება და პარფიუმერია ერთმანეთს ოფიციალურად გამოეყო ნაპოლეონის მიერ 1810 წლის 18 აგვისტოს ხელმოწერილი ბრძანებულებით.


და თქვენ თუ გჯერათ სუნამოს სამკურნალო ძალის?

Comments


Commenting has been turned off.

ნებისმიერი 5

სუნამო

33 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  5 სუნამო კატალოგიდან, ნიშ ბრენდების გარდა

2 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ნებისმიერი 4

სუნამო

38 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  4 სუნამო კატალოგიდან, ნიშ ბრენდების გარდა

3 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ნებისმიერი 3

სუნამო

54 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  3 სუნამო კატალოგიდან, ნიშ ბრენდების გარდა

5 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ვერ იპოვეთ კატალოგში სასურველი სუნამო?  

შეავსეთ მოთხოვნის ფორმა

მოგვწერეთ ქვემოთ მოცემულ ველში თუ რომელი არომატი დავამატოთ.
ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით გავითვალისწინოთ თქვენი თხოვნა

თქვენი ერთგულება ჩვენთვის მნიშვნელოვანია

მოითხოვეთ -25% მუდმივი ფასდაკლება მესამე შეკვეთიდან

კოლექციის ბესთსელერები 

რომელი არომატი შევმატოთ კოლექციას?
მიეცით ხმა და მიიღეთ მონაწილეობა კატალოგის განახლებაში
თქვენი ჩართულობა  მნიშვნელოვანია 

bottom of page