იცოდით, რომ Miss Dior-ის ფლაკონი საფრანგეთის წინააღმდეგობის გმირის პატარა ძეგლია?

კეტრინ დიორი ცნობილი ფრანგი დიზაინერის საყვარელი და იყო. მისი ნამდვილი სახელი იყო ჟინეტი, რომელიც თავად გადაიკეთა ეკატერინედ. რეალურ ცხოვრებაში მის დიორი არ იყო მოდური. ის ფრთხილი, დამოუკიდებელი ქალი გახლდათ და თავს უფრო ბედნიერად თავის ბაღში, ჩვეულებრივ, სამუშაო შარვლებში გრძნობდა, ვიდრე მოდების ჩვენებებზე გლამურული კაბებით.

კეტრინი, მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის მიერ დაფინანსებული და საფრანგეთში დაარსებული ფრანკო-პოლონური დაზვერვის ნაწილი იყო. მან ერვე დე შარბონერისთან (საფრანგეთის წინააღმდეგობის დამფუძნებელი წევრი) შეხვედრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება აქტიურად ჩართულიყო მოძრაობაში.
შარბონერი მოქმედებდდა როგორც აგენტი და ინფორმაციას აგროვებდა გერმანული იარაღის შესახებ ცენტრალურ რეგიონში. კეტრინი მას ერთ-ერთი უძველესი და საპატიო მიზეზით - სიყვარულის გამო გაჰყვა, თუმცა სულ მალე იქცა გულანთებულ წევრად და შეყვარებული ქალის თავქარიანობამაც უკანა პლანზე გადაინაცვლა.

როგორც საშიშ დროსა და ვითარებაში ხშირად ხდება, კეტრინი 1977 წლის ივლისში გამოავლინეს, აწამეს და საკონცენტრაციო ბანაკში გაამწესეს. მისი ძმა აქტიურად ცდილობდა კავშირები მაქსიმალურად გამოეყენებინა და დისთვის ეს საშინელება აერიდებინა, თუმცა უშედეგოდ, მას ერთ საბედისწერო დილას, 539 სხვა ქალთან ერთად მოუხდა რავენსბრუკის ქალთა საკონცენტრაციო ბანაკში გამგზავრება, სადაც სახიფათო პირობებში ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანაში მოუწია მუშაობა. საბედნიეროდ, კეტრინი განსაცდელს გადაურჩა და მშობლიურ ქალაქში სრულიად გაჭაღარავებული, პოსტტრამვული სტრესული აშლილობით, თუმცა ცოცხალი დაბრუნდა.
ოჯახი საბოლოოდ გაყო ომმა. კრისტიანი ვალდებული იყო ნაცისტების ოფიცრების ცოლებისთვის კაბები შეექმნა, სანაცვლოდ კი შეეძლო პარიზში უპრობლემდ დარჩენილიყო. მოგვიანებით, ეკატერინეს დისშვილი ფრანსუაზა, ნეონაცისტების ლიდერზე, კოლინ ჯორდანზე დაქორწინდა, რასაც დეიდასა და დისშვილს შორის ურთიერთობის გაწყვეტა მოჰყვა. კეტრინი თავს არ აძლევდა უფლებას ნეიტრალური ყოფილიყო ასეთი ხასიათის საკითხებში.

მის დიორის ტკივილები და ღვაწლი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მას მიენიჭა იშვიათი ჯილდო - წინააღმდეგობის მოძრაობისთვის მებრძოლი მოხალისის ჯვარი, საბრძოლო ჯვარი, ბრიტანული მედალი თავისუფლების საქმეში თავის გამოჩენისთვის და საპატიო ლეგიონის კავალერის წოდება. იგი მალევე გახდა "ყვავილების ელჩი" და ასრულებდა შუამავლის როლს ყვავილებით ვაჭრობაში. ერვე დე შარბონერი და კეტრინი ისევ ინარჩუნებდნენ მტკიცე ურთიერთბას, მათ პარიზის ბაზარში დაიწყეს მუშაობა და დილის ოთხ საათზე იღვიძებდნენ, რომ მთელი ქვეყნისთვის მიეწოდებინათ ახალი ყვავილები პროვანსული სამოთხიდან.
პირველი Miss Dior ოფიციალურად წარმოდგენილი იყო დიორის სალონში 1947 წელს, მხოლოდ მისი მომხმარებლებისთვის, Avenue Montaigne-ში. როდესაც Dior-ის ელეგანტური მოდელები მის სალონში ექსტრავაგანტული კაბებით დასეირნობდნენ, ისინი ტოვებდნენ ვარდისა და ჟასმინის თავბრუდამხვევ სურნელს. ეს დიზაინერის სადებიუტო სუნამო იყო , მიძღვნილი უმცროსი დისთვის, მისი გადარჩენისა და გამბედაობისთვის, რომელიც იმ დღეს აუდიტორიაში იჯდა.
რატომ მაინცდამანც Miss Dior?
სახელის დარქმევასაც საკუთარი ისტორია აქვს, კრისტიანის მუზა მიზა ბრიკარდი მას სუნამოების სახელებს შესახებ ესაუბრებოდა, როდესაც მოულოდნელად ოთახში კეტრინი შემოიჭრა და მიზამ წამოიძახა "აჰ, აქ არის მის დიორი!". სადავოა, არის თუ არა ეს კიდევ ერთი ამბავი ბედნიერი დამთხვევების შესახებ, რომლებიც ცნობილი ბრენდების სუნამოების ოფიციალურ ისტორიებს ამდიდრებს, თუმცა საკმაოდ რეალისტურად კი ჟღერს.
კრისტიან დიორის სიკვდილის შემდეგ, (1957 წელს) კეტრინმა მიატოვა თავისი ყვავილების ბიზნესი პარიზში და სამუდამოდ გადავიდა სოფელში ერვესთან ერთად, სადაც მათ დარჩენილი ცხოვრება ვარდების და ჟასმინის მოშენებაში გაატარეს. ერვე 1989 წელს გარდაიცვალა, ისინი არასოდეს დაქორწინებულან და არც შვილები ჰყოლიათ, ეკატერინე სიცოცხლის ბოლომდე თავდაუზოგავად მუშაობდა ყვავილების ბაღში.

MISS DIOR 1947 -კლასიკური და ელეგანტური სურნელია. ეს არის დახვეწილი და მარადიული არომატი, რომელიც გხვევთ ფუფუნების საბურველში. სურნელი იხსნება ბერგამოტისა და გარდენიის ახალი ნოტებით და გადადის ჟასმინისა და ვარდის გულში. პაჩულისა და მუშკის საბაზისო ნოტები კი სუნამოს ანიჭებს თბილ და სენსუალურ დასასრულს. სუნამო ყვავილოვანი და ხის არომატია, რომელიც გამოხატავს მომხიბვლელობას და გლამურულობას.
5 მლ. 27₾
10 მლ. 37₾
30 მლ. 110₾
(1947 წლის ფორმულირებით)
Comments