გარდა იმისა, რომ ორგანიზმისთვის დიდი სარგებელი მოაქვთ, ციტრუსების მნიშვნელობა კულინარულ და სამრწეველო სექტორებში ფასდაუდებელია.
აი, მაგალითად - ნეროლის (მწარე ფორთოხლის ყვავილის ზეთი) არომატი საუკეთესო ანტიდეპრესანტად ითვლება. ყველამ ვიცით, რომ ციტრუსებს ზრდა-განვითარებისთვის მზისა და წყლის სიუხვე სჭირდებათ, რაც ასევე სასარგებლოა ჩვენთვის და სწორედ ესაა უმთავრესი მიზეზი თუ რატომ მოქმედებს მათი სურნელი და გემო დადებითად ჩვენს ენერგიასა და ემოციებზე ისევე, როგორც მზიანი დღე.
ლიმონი, ფორთოხალი, გრეიფრუტი, მანდარინი, კლემენტინი, ბერგამოტი, კუმკვატი, იუზუ, პომელო და მრავალი სხვა ჯიშის არსებობა გამოწვევაა პარფიუმერებისთვის. ციტრუსის გამოყენებით სუნამოს შექმნა, დახვეწა და ბოთლში გამომწყვდევა ნამდვილად დიდ უნარს და ცოდნას მოითხოვს დღევანდელი პარფიუმერული უსასრულობის ზღვაში.
ციტრუსის სურნელს აქვს მასტიმულირებელი ეფექტი! ჩათვალეთ, რომ ესაა ჯანმრთელობის დოზა სუნამოს ბოთლში. მათი სუნელი აუცილებლად აღბეჭდავს თქვენს სახეზე ღიმილს.
წარმოგიდგენთ სუნამოებს, რომელთა წამყვანი ნოტა ციტრუსებს მოიცავს.

Acqua Di Parma Blu Medditerraneo Arancia Di Capri - ციტრუსის არომატული სუნამო ქალებისა და მამაკაცებისთვის 1999 წლიდან. ცოცხალი, ენერგიული და გაბედული კომპოზიცია.
🎶 ტოპ ნოტები: ფორთოხალი, სიცილიური მანდარინი, ბეგამოტი, ლიმონი
🎶 შუაგული ნოტები: პეტიგრაინი და კარდამონი
🎶 საბაზისო ნოტები: კარამელი და მუშკი

Light Blue - გრილი, ყოველდღიური არომატი იდეალურია ზაფხულის ცხელ დღეებში.
🎼 ტოპ ნოტები: სიცილიური ლიმონი, კედრის ხე, ბელყვავილა, მწვანე ვაშლი
🎼 შუაგული ნოტები: ბამბუკი, ჟასმინი, ვარდი
🎼 საბაზისო ნოტები: ქარვა, კედრის ხე, მუშკი

Light Blue Forever - ყვავილოვანი ხილის სუნამო ქალბატონებისთვის 2021 წლიდან. ზღვის, ეგზოტიკის, თავგადასავლების, სიყვარულის და ქალურობის გამომხატველი არომატი, რომელიც კიდევ უფრო გაალამაზებს თქვენი ზაფხულის დღეებს.
🎼 ტოპ ნოტები: ლიმონი, წითელი ფორთოხალი, მწვანე ვაშლი
🎼 შუაგული ნოტები: ფორთოხლის ყვავილი, თეთრი ყვავილები
🎼 საბაზისო ნოტები: თეთრი მუშკი, კედარი, ქეშმირი

CK ONE - ციტრუსის არომატული სუნამო ქალებისა და მამაკაცებისთვის. ამ სუნამოს მთავარი მახასიათებელი ქალური და მამაკაცური ბუნების საუკეთესო ნაწილების ხაზგასმაა. იდეალურია ცხელ დღეებში.
🎼 ტოპ ნოტები: ლიმონი, მწვანე ნოტები, ბერგამოტი, ანანასი, მანდარინი, კარდამონი, პაპაია
🎼 შუა ნოტები: ველის შროშანი, ჟასმინი, ია, მუსკატის კაკალი, ვარდი, ორისის ფესვი, ფრიზია
🎼 საბაზისო ნოტები: მწვანე აკორდები, მუშკი, კედარი, სანდალოზი, მუხის ხავსი, მწვანე ჩაი, ქარვა

SOLEIL DE CAPRI BY MONTALE - ყვავილოვანი ხილის არომატი ქალბატონებისა და მამაკაცებისთვის 2007 წლიდან. Soleil de Capri-ის გრეიფრუტი, კუმკვატი და ციტრუსი ერთად იშლება თეთრი ყვავილების ნათელ, აყვავებულ თაიგულზე. მისი კაშკაშა მზის შუქი, წვნიანი ციტრუსი და ფუმფულა თეთრი ყვავილები შერეული თეთრი მუშკითა და ხმელთაშუა ზღვის სანელებლებით არის უხილავი ტალღა, რომელიც აძლიერებს სულს.
🎼 ტოპ ნოტები: კუმკუატი, ციტრუსები, გრეიპფრუტი
🎼 შუა ნოტები - თეთრი ყვავილები
🎼 საბაზისო ნოტები: სანელებლები, მუშკი

PARADISO BY ROBERTO CAVALLI - ყვავილოვანი ხის მუშკის სუნამო ქალბატონებისთვის 2015 წლიდან. დახვეწილი, სენსუალური და ძალიან ქალური, მაგრამ ასევე უდარდელი სადღესასწაულო სურნელი. იგი შექმნილია იმისთვის, რომ ხაზი გაუსვას ქალის ბუნებრივ ხიბლს და დაეხმაროს ქალებს მიმზიდველად იგრძნონ თავი.
„სამოთხე არის ბედნიერების მომენტი. მინდოდა შემექმნა იმ მომენტის განცდა, როცა თავს სრულიად მშვიდად გრძნობ“, - თქვა კავალიმ. მოდელი Edita Vilkeviciute არჩეულია სუნამოს სახედ, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე ევას ედემის ბაღში.
🎶 ტოპ ნოტები: ციტრუსები, მანდარინი, ბერგამოტი
🎶 შუაგული ნოტა - ჟასმინი
🎶 საბაზისო ნოტები: კვიპაროსი, ფიჭვის ხე, დაფნა
სხვა სუნამოები, რომლებშიც ციტრუსებს წამყვანი როლი აქვთ
Comentarios