top of page

სპრეი-ატომაიზერის ისტორია

დღეს სპრეის დაუფიქრებლად ვიყენებთ. უბრალოდ დააჭირეთ თითი ღილაკს და მიიღეთ შედეგი. სპრეი უზომოდ მნიშვნელოვანია კომერციული ბოთლების უმეტესობისთვის, სამოგზაურო ბოთლებისთვის და ნიმუშების უმეტესობისთვისაც კი. მაგრამ მე-19 საუკუნის შუა ხანებამდე თითქმის ყველა სუნამო შესხურების შესაძლებლობის გარეშე . იწარმოებოდა.


ადამიანები ტილოს ხელსახოცებს ასველებდნენ ოდეკოლონებით და კანზე ისვამდნენ, ხელსახოცების არქონისას უბრალოდ ხელისგულებით ინაწილებდნენ კანის ზედაპირზე;


პარფიუმერულ ექსტრაქტებს კი მინის ჯოხი ჰქონდათ საცობზე მიმაგრებული კანზე წასასმელად.


როდის გამოიგონეს სპრეი?


ირკვევა, რომ შეერთებულ შტატებში, ეს იდეა მიეწერება ამერიკელ ოტოლარინგოლოგს, ექიმ ალენ დე ვილბისს, მან 1887 წელს გამოიგონა მოწყობილობა სახელად "ატომაიზერი" სითხის შესხურებისთვის. რათა პაციენტებისთვის ცხვირისა და ყელის ლორწოვანი გარსების დატენიანება გაეადვილებინა.


როგორ მუშაობდა ატომაიზერი? თქვენ დააჭერდით რეზინის "მსხალს", ამ დროს ჰაერის ნაკადი გადავიდოდა მილში, თან წაიღებდა სითხეს კონტეინერიდან და ასხურებდა აეროზოლში - ეს სუფთა ფიზიკაა.


მთელი ეს მოწყობილობა ექიმმა სახლში ნაპოვნი ნაწილებისგან შექმნა. მოგვიანებით, ესპანური გრიპის ეპიდემიის დროს (1918-1920 წწ.) De Vilbiss ატომიაიზერები გამოიყენებოდა ადგილობრივი საანესთეზიო და ვერცხლის ნიტრატის ხსნარის გასაფრქვევად.


თავიდან , არც ერთი საწარმო არ დაინტერესებულა ექიმის აპარატის დამზადებით - მსგავსი ატომიზატორები ცნობილი იყო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ვიწრო წრეებში იყიდებოდა. ამიტომ, 1888 წელს ექიმმა დააპატენტა თავისი მოწყობილობა ( აშშ. პატენტი 378,357 დათარიღებული 1888 წლის 21 თებერვალს) და გახსნა საკუთარი DeVilbiss Manufacturing Company ქარხანა ტოლედოში, ოჰაიო. დროთა განმავლობაში, მისი ატომიზატორი მოწყობილობები ძალიან პოპულარული გახდა ამერიკელ ექიმებში.


1905 წელს მისი ვაჟი თომასი შეუერთდა კომპანიას და დაარწმუნა მამამისი გამოეყენებინა ეს მოწყობილობა სხვა სფეროებში. დასაწყისისთვის - ატომაიზერები პარფიუმერიაში - "პარფიუმიზატორები" ( თომას დე ვილბისის პატენტი No. 938,648, 1909 წლის 2 ნოემბერს ).


პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, DeVilbiss პარფიუმერული ატომაიზერების წარმოება მკვეთრად გაიზარდა. DeVilbiss-ის ატომიზატორების გაყიდვები მკვეთრად შემცირდა დიდი დეპრესიის დროს, მაგრამ კომპანია გადაარჩინა საღებავის გასაფრქვევმა მოწყობილობებმა და კომპრესორებმა, რომლებიც გამოიყენებოდა მანქანების, თვითმფრინავების, გემების ქარხნულ წარმოებაში.


DeVilbiss დღესაც არსებობს და მისი ბიზნესის ნაწილი ნებულაიზერებია;


DeVilbiss ატომიზატორების წარმოება შეჩერდა 1968 წელს - მაგრამ მათი ნახვა კვლავ შესაძლებელია ონლაინ აუქციონებზე .


ამერიკული ამბების შემდეგ, აუცილებელია გავიხსენოთ ფრანგული "ვაპორიზატორების" კომპანია მარსელ ფრანკი .


მარსელ ფრანკის კომპანიას, რომელიც პარფიუმერიის მსოფლიო დედაქალაქში დაიბადა უფრო გაუმართლა. მისი წარმოება სახელოსნო ბინაში დაიწყო და სწრაფად გაიზარდა. ფრანკის მიერ 1882 წელს დაარსებულმა კომპანიამ თავისი წვლილი შეიტანა ატომაიზერების მინიატურიზაციაში. პირველი მარსელ ფრანკის სამოგზაურო ატომაიზერი დამზადდა და დაპატენტდა 1912 წელს.


საფრანგეთში პირველი ატომიზატორები პარიკმახერებმა გამოიყენეს. შემდეგ კი მოწყობილობების გამოყენება დაიწყეს უნივერმაღებში და პარფიუმერულ ბუტიკებში სუნამოების ჩვენების მიზნით.


ცნობილია, რომ პარიზში 1878 წლის მსოფლიო გამოფენაზე, რამდენიმე ცნობილმა პარფიუმერულმა ბრენდმა - Guerlain, Lubin, Molinard და ა.შ. - პირველად წარმოადგინეს თავიანთი სუნამოები ბოთლებში მსხლის ფორმის სასხურებლებით. ეს იყო ის გამოფენა, რომელზეც თომას ედისონმა წარადგინა თავისი ფონოგრაფი, პაველ იაბლოჩკოვმა წარმოადგინა პირველი ელექტრო ნათურა და ფრედერიკ-ავგუსტ ბარტოლდმა კი თავისუფლების ქანდაკების თავი.


მთელი მეოცე საუკუნის მანძილზე, გამომგონებლები ცდილობდნენ ატომიზატორი უფრო კომპაქტური და მოსახერხებელი გაეხადათ სპრეის დიზაინში ცვლილებების შეტანით. 1959 წელს, მაგალითად, გაზის შესხურების მექანიზმი დაპატენტდა ფლაკონში თხევადი აირით. მაგრამ ამ ვარიანტმა საბოლოოდ ადგილი დაუთმო იმ

ფორმის ფლაკონებს, როგორებიც დღეს გვაქვს გამოყენებაში.


Comments


Commenting has been turned off.

ნებისმიერი 5

სუნამო

33 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  5 სუნამო კატალოგიდან, ნიშ ბრენდების გარდა

2 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ნებისმიერი 4

სუნამო

38 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  4 სუნამო კატალოგიდან, ნიშ ბრენდების გარდა

3 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ნებისმიერი 3

სუნამო

54 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  3 სუნამო კატალოგიდან, ნიშ ბრენდების გარდა

5 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ვერ იპოვეთ კატალოგში სასურველი სუნამო?  

შეავსეთ მოთხოვნის ფორმა

მოგვწერეთ ქვემოთ მოცემულ ველში თუ რომელი არომატი დავამატოთ.
ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით გავითვალისწინოთ თქვენი თხოვნა

თქვენი ერთგულება ჩვენთვის მნიშვნელოვანია

მოითხოვეთ -25% მუდმივი ფასდაკლება მესამე შეკვეთიდან

კოლექციის ბესთსელერები 

რომელი არომატი შევმატოთ კოლექციას?
მიეცით ხმა და მიიღეთ მონაწილეობა კატალოგის განახლებაში
თქვენი ჩართულობა  მნიშვნელოვანია 

bottom of page