top of page

არომატული მოგზაურობა სურნელოვან ქალაქებში



გარკვეულ ქალაქებსა და სუნამოებს შორის, საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ძალიან ძლიერი კავშირი. მსოფლიოს ზოგიერთმა რეგიონმა კომპოზიციების პირველივე ფორმების დაბადება იხილა, ზოგმა რეგიონმა კი მონაწილეობა მიიღო პარფიუმერიის ევოლუციაში. გეპატიჟებით სურნელებით და შთაგონებით სავსე პარფიუმერულ მოგზაურობაში გრასიდან კანაუჯამდე, კიოლნიდან პარმამდე, ამ ქალაქების აღმოსაჩენად!




კანაუჯი, ინდოეთის სუნამოების დედაქალაქი


სანამ ჩემოდნებს უფრო ცნობილ ქალაქებში გასამგზავრებლად ჩავალაგებთ, ჩვენი პირველი გაჩერება ინდოეთშია, უფრო სწორად, კანაუჯში. განგის ნაპირებზე თვალუწვდენელი ვარდების მინდვრებია გადაჭიმული. ბუჩქების რიგებში ჩვენ შევხვდებით პროფესიონალ მკრეფავებს, რომლებიც ფურცლებს ზუსტი შეხებით, სწრაფი და დელიკატური ჟესტით ჭრიან. შეიძლება ამ ქალაქის სახელი ძალიან ცნობილი არ არის, მაგრამ ის მაინც პარფიუმერული ინდუსტრიის ერთ-ერთი აკვანია, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან მიჯაჭვულია სუნამოების ინდუსტრიასა და მის ტრადიციებთან.


სწორედ ამ ქალაქში დაიბადა სუნამოს ერთ-ერთი პირველი ფორმა- ატარი. ეს ზეთოვანი სურნელოვანი კომპოზიცია მზადდება ალკოჰოლის გარეშე. 400 წელზე მეტია ესენციები ქალაქის ვიწრო და ხმაურიანი ქუჩების სახელოსნოებში იქმნება. უფრო მეტიც, კანაუჯი ჯერ კიდევ ითვლის 300-ზე მეტ დისტილერიას, რომლებშიც ოსტატ-პარფიუმერები მუშაობენ და რომელთა ცოდნა თაობიდან თაობას გადაეცემა. ეს ადგილი კვლავ ითვლება ინდოეთის სუნამოების დედაქალაქად და ამარაგებს თითქმის მთელი ახლო აღმოსავლეთის ატარის წარმოებას.



არაბეთის სურნელი


სუნამოს ისტორია და ევოლუცია მჭიდროდ არის დაკავშირებული არაბულ ქალაქებთან, ბაღდადიდან დამასკომდე. არაბული ცივილიზაციები, მონაწილეობდნენ სუნამოების წარმოების ევოლუციასა და, შესაბამისად, დემოკრატიზაციაში.

ძველად, სამხრეთ არაბეთის ქალაქები მწვანე და ყვავილოვანი დაბლობებით იყო დაფარული. არაბეთი ცნობილია როგორც სუნამოების ქვეყანა. სწორედ ამ ემბლემატურმა რეგიონმა შთააგონა იმ დროის ექიმები და ქიმიკოსები. არაბებმა შეიმუშავეს სხვადასხვა ტექნიკა ყვავილების ესენციების მოსაპოვებლად. ადრე გამოგონილი ტექნიკის სრულყოფით დისტილაცია მნიშვნელოვნად განვითარდა, რაც საშუალებას აძლევდა შეექმნათ სუნამოების ახალი ფორმები.


ამ ძირითადი აღმოჩენების წყალობით, სუნამოები მთელ ევროპაში გაიტანეს და პოპულარული გახდა შუა საუკუნეებში. არაბი პარფიუმერები დასახლდნენ ესპანეთში, სადაც დანერგეს კიდეც თავიანთი ნოუ-ჰაუ, რითაც გრანადა და სევილია ცენტრალურ ქალაქებად აქციეს სუნამოების წარმოების თვალსაზრისით.


პარფიუმერიის ფრანგული ხელოვნება


წლების განმავლობაში, საფრანგეთის ზოგიერთმა ქალაქმა დიდი როლი ითამაშა პარფიუმერიის ისტორიაში. ეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეხება გრასს, რომელიც დღესაც ითვლება სუნამოების მსოფლიო დედაქალაქად. მე-17 საუკუნის ბოლოდან პროვანსული ქალაქი ევროპის პარფიუმერიის აკვანი გახდა მისი ნაყოფიერი მიწებისა და შეუდარებლად ნოვატორი პარფიუმერების წყალობით.

დარჩით სამხრეთული მზის ქვეშ. წარმოგიდგენთ მონპელიეს, რომელიც ასევე არის არომატული ქალაქების რუკაზე 1220 წელს დაარსებული მედიცინის ფაკულტეტის წყალობით. აქ ბევრმა ქიმიკოსმა უამრავი აღმოჩენა გააკეთა და მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა დისტილაციასა და სხვადასხვა ნედლეულზე. უზარმაზარ "Jardin des Plantes"-ში უამრავი სურნელოვანი მცენარე იყო გაშენებული, რომელიც შთააგონებდა იმდროინდელ ცხვირებს.


და რა თქმა უნდა პარიზი!

ქალაქი, რომელიც წარმოუდგენელია სუნამოების გარეშე. აქ, მე-18 საუკუნის ბოლოს პირველი პარფიუმერული აფთიაქი Faubourg Saint-Honoré-ზე გაიხსნა და ეს ადგილი სწრაფად გახდა მდიდარი მოსახლეობის ფავორიტი, რამაც პარფიუმერია ფრანგული ცხოვრების განუყრელ ხელოვნებად აქცია.


იტალიური პარფიუმერია, პარმადან ფლორენციამდე


არ დაგვავიწყდეს ჩვენი იტალიელი მეგობრები! ისევე, როგორც საფრანგეთში, იტალიაში სუნამო შუა საუკუნებში დამკვიდრდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გაფართოებული ვაჭრობის წყალობით. თუმცა, მხოლოდ რენენსანსის ეპოქის დადგომის შემდეგ გახდა ფლორენცია სუნამოებით ვაჭრობაში ყველაზე ცნობილი და პოპულარული. კიდევ ერთი იტალიური ქალაქი, რომელიც მე-19 საუკუნიდან გავლენას მოახდენს სუნამოების სამყაროზე არის პარმა. სხვათა შორის, ავსტრიელი მარი ლუიზა, პარმის ჰერცოგინია და ნაპოლეონის ცოლი, ყვავილების და განსაკუთრებით იების დიდი მოყვარული გახლდათ, რომელიც ბლომად ხარობს ამ მხარეში. მან აღძრა იმ დროის ცხვირები შეექმნათ ცნობილი ტუალეტის წყალი, "Violetta di Parma". ეს სუნამო მაშინდელ ტენდენციებში ნამდვილი სიახლის ქარი იყი, რადგან აქამდე მძიმე და ცხოველური სურნელები დომინირებდა.



ცნობილი წყლის ძიებაში

ჩვენი მოგზაურობა სრულდება სუნამოების ერთ-ერთ ყველაზე ემბლემურ ქალაქში - კიოლნში (გერმანია). სწორედ აქ გამოიგონეს და აწარმოეს პირველად ცნობილი სურნელოვანი წყალი ოდეკოლონი. გერმანიის ამ პატარა ქალაქში მცხოვრებმა იტალიელმა პარფიუმერმა ჟან-მარი ფარინამ სახელი 1709 წელს გაითქვა. მან რამდენიმე წლით ადრე ერთ-ერთ იტალიურ მონასტერში Aqua Mirabilis-ის საიდუმლო რეცეპტი მოიპოვა. გრძნობდა რა, ამ იდეის საოცარ სურნელს, ფარინამ გადაწყვიტა ამ სუფთა და მსუბუქი ფორმულის გამოყენება. მან დააარსა ქარხანა კიოლნში და დაიწყო ფართომასშტაბიანი წარმოება. წარმატებამაც არ დააყოვნა! ოდეკოლონმა თავისი ციტრუსის სურნელებით დაიპყრო სრულიად ევროპა და ატლანტიკის გადაღმაც კი მოიპოვა დიდება.


მოგეწონათ ბლოგი? არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ მეგობრებს.




Comments


Commenting has been turned off.

ნებისმიერი 5

სუნამო

33 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  5 სუნამო კატალოგიდან, ნიშ ბრენდების გარდა

2 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ნებისმიერი 4

სუნამო

38 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  4 სუნამო კატალოგიდან, ნიშ ბრენდების გარდა

3 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ნებისმიერი 3

სუნამო

54 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  3 სუნამო კატალოგიდან, ნიშ ბრენდების გარდა

5 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ვერ იპოვეთ კატალოგში სასურველი სუნამო?  

შეავსეთ მოთხოვნის ფორმა

მოგვწერეთ ქვემოთ მოცემულ ველში თუ რომელი არომატი დავამატოთ.
ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით გავითვალისწინოთ თქვენი თხოვნა

თქვენი ერთგულება ჩვენთვის მნიშვნელოვანია

მოითხოვეთ -25% მუდმივი ფასდაკლება მესამე შეკვეთიდან

კოლექციის ბესთსელერები 

რომელი არომატი შევმატოთ კოლექციას?
მიეცით ხმა და მიიღეთ მონაწილეობა კატალოგის განახლებაში
თქვენი ჩართულობა  მნიშვნელოვანია 

bottom of page