
1980-იანებში, როცა დიორი ევროპულ ბაზარზე გაყიდვების რეკორდებს ხსნიდა და საუკეთესო ორეულში იყო, ამერიკაში მოღვაწე ბრენდებს შორის მხოლოდ და მხოლოდ არასახრბიელო, მეოცე ადგილს დასჯერდა. ამ უზარმაზარი სხვაობის გამოსწორება დიორის მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა მავრიკ როჯერმა ითავა და უზარმაზარი კაპიტალი გამოყო კვლევისა და განვითარებისთვის.
მათ შეიმუშავეს საზრიანი მარკეტინგული კამპანია, რომელიც YSL-ის ყველაზე გაყიდვად არომატს - Opium-ს ეფუძნებოდა. კომპანიას სურდა სახელი, რომელიც მასობრივ ბაზარზე არნახულ პოპულარობას მოიტანდა და გაყიდვებს სასიკეთოდ შემოაბრუნებდა. 800 არომატის გასინჯვის შემდეგ, რომელიც Dior-ს მიაწოდეს დამოუკიდებელმა პარფიუმერებმა, რჩეული ედუარდ ფლეშიეს ქმნილება გახდა.
თამამი 80-იანების გავლენა
მოგეხსენებათ, 1980-იანი წლები გლამურული და თამამი განცხადებების ათწლეული იყო. დიორს სურდა სურნელი, რომელიც გულებს იმ დროის სულისკვეთებით დაიპყობდა - ინტენსიური და თავხედურად გაბედული.
Poison ნოტების თამამი ნაზავი კი ნამდვილად იყო,
ზედა ნოტებში: ქლიავი, ველური კენკრა, ქინძი, ანისი და თაფლი;
გულში: ტუბეროზა, საკმეველი და ვარდის ხე;
ბაზაში: ვანილის, ქარვის, მუშკის და ოპოპონაქსის მდიდარი ნოტები.
ამ რთულმა კომპოზიციამ სუნამოს უნიკალური იდენტობა მიანიჭა - ბნელი, იდუმალი და თითქმის დამათრობელი.
სუნამო არ ჰგავდა არც ერთ არსებულს, მასში იყო მიმზიდველი ენერგია, თავბრუდამხვევი მომხიბვლელობა და რაც ყველაზე მთავარია - გაუხუნებელი კლასიკა.
მარკეტინგული კამპანია
Poison-ის კამპანია ძლიერი და ყურადღების მიმპყრობი იყო. დიორმა აიტაცა საკამათო და პროვოკაციული სახელი - POISON (შხამი), ეს აპოზიციონირებდა სუნამოს, როგორც რაღაც თითქმის საშიშ, მაგრამ წარმოუდგენლად მიმზიდველად.
სარეკლამო კამპანიები იყო თანაბრად თამამი, გამოსახული მაცდუნებელი გამოსახულებებით, ვიზუალში დომინირებდა მუქი იასამნისფერი და შავი ფერები.
ბოთლის დიზაინი - ბოთლი შექმნა Véronique Monod-მა, შთაგონებული უძველესი ამულეტის ან ვაშლის ფორმით - ცდუნებისა და საფრთხის სიმბოლო. ბოთლის მუქი მეწამული ფერი, მისი თითქმის შხამიანი გარეგნობით, იდეალურად ემთხვეოდა სახელსა და სუნამოს პერსონას.
აკრძალული სუნამო
იყო ჭორები, რომ Poison აიკრძალა გარკვეულ საჯარო სივრცეებში, როგორებიცაა: რესტორნები, თეატრები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სამედიცინო დაწესებულებები. მიზეზი კი სუნამოს სიძლიერე და აბსოლუტურობა იყო, რომელსაც შესაძლოა დისკომფორტი ან ალერგიული რეაქციები გამოეწვია... ეს ურბანული ლეგენდა იყო თუ სრული სიმართლე, Poison-ის პოპულარობა მხოლოდ გაზარდა და სახიფათოდ ძლიერი სუნამოს რეპუტაცია შემატა.
საკამათო სახელწოდება თუ მარკეტინგული უპირატესობა?
სახელწოდება "Poison" თავისთავად საკამათო იყო, ზოგიერთები მას ძალიან პროვოკაციულად მიიჩნევენ. ვარაუდობდნენ, რომ სუნამოს სახელი საფრთხისა და აჯანყების გრძნობის გამოწვევის მიზნით აირჩიეს, ზოგი კი ფიქრობდა, რომ ეს იყო ირონიული კომენტარი ამ სურნელის საოცარ ძალაზე. სახელის გამბედაობამ დაუსრულებელ დებატებს და დისკუსიებს მისცა ბიძგი, ზოგიერთმა ის პროვოკაციულად, ზოგმა კი ძალიან ექსტრემალურად მიიჩნია.
თუმცა, დიორმა ამ დაპირისპირებით ძალიან იხეირა და გამოიყენა, როგორც მარკეტინგული ინსტრუმენტი, ხაზი გაუსვა სურნელის გაბედულ, მეამბოხე ბუნებას.
ყველაზე ძლევამოსილი სურნელი
მალე გავრცელდა მოსაზრება POISON-ის განსაკუთრებულ სიძლიერეზე და რომ ერთი შესხურებაც კი შეიძლება ზედმეტი ყოფილიყო. ზოგი ამტკიცებდა, რომ სუნამო, ოთახში, წასვლიდან დიდი ხნის შემდეგაც რჩებოდა და მას შეეძლო შეენიღბა ან მთლიანად დაეფარა სხვა სუნები.
Femme Fatale-ს სურნელი
სახელისა და თამამი, იდუმალი სურნელის გამო, Poison ასოცირდებოდა ქალთან, რომელიც მიმზიდველია, მაგრამ პოტენციურად საშიში და ქალი, რომელიც ატარებდა Poison-ს, აღიქმებოდა მაცდურ, არასანდო ქალბატონად, ერთგვარ femme fatale-დ, რაც სუნამოს მხოლოდ ამატებდა ინტრიგების ახალ ფენას და საფრთხეს უქმნიდა სუნამოს რეპუტაციას.
საიდუმლო ინგრედიენტები
ვრცელდებოდა ჭორები, რომ Poison შეიცავდა საიდუმლო, ეგზოტიკურ ინგრედიენტებს, რომლებიც ხელს უწყობდნენ მის უნიკალურ სურნელსა და ძალას. მიუხედავად იმისა, რომ სუნამოს ოფიციალური ნოტები კარგად არის დოკუმენტირებული, მათ შორის ქლიავი, ტუბეროზა და ქარვა, ზოგიერთს სჯეროდა, რომ არსებობდა გაურკვეველი ელემენტები, რომლებიც სუნამოს თითქმის "ჯადოსნურ" მიმზიდველობას ანიჭებდნენ.
საიდუმლო იარაღი პაემნებზე
გამოსვლიდან მალევე გავრცელდა ჭორი, რომ პაემანზე Poison-ის ტარება ხანგრძლივი შთაბეჭდილების გარანტიას იძლეოდა - დადებითის ან უარყოფითის. ზოგს სჯეროდა, რომ ეს იყო დატყვევებისა და მოხიბვლის უტყუარი გზა, ზოგი კი ფიქრობდა, რომ ეს ძალიან სარისკო იყო, რადგან ძლიერ სურნელს შეეძლო ადვილად გაეღიზიანებინა პოტენციური რომანტიკული პარტნიორი.
შხამი, როგორც სტატუსის სიმბოლო
და ბოლოს, გაჩნდა რწმენა, რომ Poison-ის ტარება იყო სტატუსის სიმბოლო, მათთვის, ვისაც თამამი განცხადების გაკეთება სურდა. სუნამო განიხილებოდა, როგორც ფუფუნების ნივთი, და ჭორები მის პოტენციალისა და წინააღმდეგობების გარშემო მხოლოდ უფრო სასურველს ხდიდა ფართო მასებისთვის.
ამ ჭორებმა, იქნებოდა ეს სიმართლეზე დაფუძნებული თუ მთლიანად გამოგონილი, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს Poison-ის კულტურულ გავლენაში. ხელი შეუწყვეს სუნამოს ირგვლივ საიდუმლოებისა და ინტრიგების აურის შექმნას, სწორედ ამიტომ ითვლება 1985 წელი გარდამტეხ მომენტად პარფიუმერულ ინდუსტრიაში, რამაც დაამტკიცა, რომ სურნელი შეიძლება იყოს თამამი, პოლარიზებული და ამავე დროს უზომოდ წარმატებული.
Comments