top of page

Mon Boudoir - დედოფალ მარიას სურნელოვანი მემკვიდრეობა


პარფიუმერიის სამყაროში, ქალები უკვე დიდი ხანია შთაგონების უმთავრესი წყარო არიან და კრეატიულობისა და ინოვაციების მთავარ  მამოძრავებელ ძალად ითვლებიან. 


ქალის გავლენა სუნამოების ინდუსტრიაზე უდაოა: დაწყებული, ახალი ყვავილების დელიკატური სურნელებიდან,  დასრულებული თამამი და ეგზოტიკური არომატებით, რომლებსაც საიდუმლოების და მიმზიდველობის ელფერი დაჰკრავთ. 


ქალთა უნიკალური პერსპექტივები, გამოცდილება და სურვილები აყალიბებს ყნოსვით ლანდშაფტებს და ხელმძღვანელობს პარფიუმერებს, შექმნან სუნამოები, რომლებიც რეზონანსდება ღრმად პიროვნულ დონეზე. 


ამ ბლოგში ჩვენ  მოგითხრობთ კიდევ ერთი საკულტო სუნამოს ისტორიას, რომლის უკანაც განსაცვიფრებელი ქალბატონი დგას.




რუმინეთის დედოფალ მარიას, იმ დროინდელ ელეგანტურობისა და მომხიბვლელობის სიმბოლოს, ღრმა სიყვარული აკავშირებდა ყვავილების მიმართ. დედოფლის გატაცება ყვავილების დელიკატური სილამაზისა და სურნელების ხელოვნებისადმი აშკარა იყო მისი ცხოვრების ყველა ასპექტში. აყვავებული ბაღებით გარშემორტყმული, ზღაპრულად ლამაზი ქალბატონი ხშირად იძირებოდა ვარდების, შროშანებისა და იის სურნელებში…  დედოფალი, იმდენად იყო ერთგული იისადმი, რომ მან თავად დარგა აკლიმატიზირებული ია პელეშის ციხესიმაგრის ბაღში. მებაღეობა მისი ერთ-ერთი საყვარელი გართობა იყო. გადმოცემის თანახმად, მისი დაკრძალვის დროსაც კი პატივისცემის ნიშნად შავის ნაცვლად იასამნისფერს იცვამდნენ.


"ომამდე არასდროს მქონია დიდი ან თუნდაც პატარა ბაღი, მოულოდნელად კი მებაღეობის სიყვარული დამეუფლა. ყვავილები, როგორც რწმენისა და იმედის სიმბოლო, შეგიძლიათ ნახოთ თითქმის ყველგან:  სახლებში, საავადმყოფოებში, ქუჩების კუთხეებში, ამიტომ  დავიწყე ბაღების გაშენება ყველგან, სადაც მივდიოდი” -  დედოფალი მარია


ყველამ, ვინც დედოფალს იცნობდა, იცოდა, რომ  თუ მისი გახარება მართლა სურდათ, იის სუნამოს ბოთლი უნდა მოეტანათ. გასაკვირი არ არის, რომ QUELQUES FLEURS ROYALE (შეიქმნა 1913 წელს), რომელიც ვანილის, ვარდის, სანდლის ხის და იის ნოტებისაგან შედგებოდა დედოფლის სავიზიტო სუნამო გახლდათ.



"Mon Boudoir" არის ისტორიულად მნიშვნელოვანი სუნამო, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პარფიუმერიის სამყაროში, განსაკუთრებით რუმინეთის დედოფალ მარიასთან ასოციაციის გამო. პარიზელმა პარფიუმერმა პოლ პუარემ "Mon Boudoir" 1919 წელს შექმნა. ის ინტიმური არომატი იყო, განკუთვნილი პირადი სივრცის - ბუდუარის არსის აღსაბეჭდად. შემადგენლობაში ჭარბობდა მდიდრული, პუდრისებრი და ყვავილოვანი ნოტები და საერთო ჯამში იწვევდა კერძო ბუდუარის სითბოს და სენსუალურობის შეგრძნებას. ეს იყო დედოფალ მარიას პირადი სტილის ასახვა - ელეგანტური, დახვეწილი, უდავოდ ქალური. Mon Boudoir არის ყველა ქალის უსაფრთხო სავანე, მოსასვენებელი, თავშესაფარი. სურნელი შესანიშნავად განასახიერებს არომატულ ჯავშანს, რომელიც ჩვენ, როგორც ქალებს, გვჭირდება ძალის უფრო აშკარა წყაროების არარსებობის შემთხვევაში, ძალის, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ისტორია მამაკაცების მიერ მართულ ეპოქაში. 



1922 წელს დედოფალი მარია, როგორც მას იმ პერიოდში უწოდებდნენ "ევროპის ულამაზესი დედოფალი" გახდა პომადების, ფხვნილის, ტუალეტის წყლისა და სუნამოების ხაზის სახე,  მან ისტორია დაწერა, როგორც სამეფო ოჯახის პირველი წევრმა და სარეკლამო პოსტერში გამოჩნდა.


დედოფლის გარდაცვალების შემდეგ 1938 წელს, მისი უმაღლესობის პატივისცემის გამო სუნამოს ბაზრიდან გატანა გადაწყდა. 


საინტერესოა, რომ მისი გარდაცვალებიდან 80 წელზე მეტი ხნის შემდეგაც კი ტრიალებს იების გასაოცარი სურნელი სინაიაში, პელისორის ციხესიმაგრეში. 


მოგეწონათ ისტორია? არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ მეგობრებს.


Comments


Commenting has been turned off.

ნებისმიერი 5

სუნამო

33 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  5 სუნამო კატალოგიდან, ნიშ ბრენდების გარდა

2 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ნებისმიერი 4

სუნამო

38 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  4 სუნამო კატალოგიდან, ნიშ ბრენდების გარდა

3 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ნებისმიერი 3

სუნამო

54 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  3 სუნამო კატალოგიდან, ნიშ ბრენდების გარდა

5 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ვერ იპოვეთ კატალოგში სასურველი სუნამო?  

შეავსეთ მოთხოვნის ფორმა

მოგვწერეთ ქვემოთ მოცემულ ველში თუ რომელი არომატი დავამატოთ.
ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით გავითვალისწინოთ თქვენი თხოვნა

თქვენი ერთგულება ჩვენთვის მნიშვნელოვანია

მოითხოვეთ -25% მუდმივი ფასდაკლება მესამე შეკვეთიდან

კოლექციის ბესთსელერები 

რომელი არომატი შევმატოთ კოლექციას?
მიეცით ხმა და მიიღეთ მონაწილეობა კატალოგის განახლებაში
თქვენი ჩართულობა  მნიშვნელოვანია 

bottom of page