ვინ წარმოიდგენდა, რომ პარფიუმერიის ბლოკბასტერი გახდებოდა არომატი, რომლის რეკლამაშიც, რბილ ფოკუსში მოქცეული ფაიფურისკანიანი ლამაზმანები მონაწილეობდნენ?
და მაინც...Anaïs Anaïs, Cacharel-ის პირველი სუნამო, 1980-იანი წლების ქალბატონების სავიზიტო არომატად იქცა და ამდენი წლის შემდეგაც კი დიდი სიყვარულით იხსენებენ.
Anaïs Anaïs-ი პარფიუმერული ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სუნამოა. მისი მარკეტინგული წარმატება, ნამდვილი ტრიუმფი Cacharel-ის ფოტოგრაფის შეუმცდარმა, კლასიცისტურმა ხედვამ განაპირობა. ბრენდის პოპულარობა ყველანაირ ზღვარს გასცდა და 1980-იანებიდან მოყოლებული, 2000-იანების დასრულებამდე, თითქმის ყველა ევროპელი გოგონას მფლობელობაში იყო Cacharel-ის მინიმუმ ერთი სუნამო მაინც.

რა მოხდა უფრო კონკრეტულად? Anaïs Anaïs-მა 80-იანი წლების ეპოქის მოდის სტანდარტების ხაზის გარღვევა მოახერხა და შინაარსობრივად დაუპირისპირდა Revlon-ის Charlie-ს, რომლის რეკლამაშიც შელი ჰაკი, შარვალში ჩაცმული თამამი ნაბიჯებით მიაბიჯებდა და მოურიდებლად ეფლირტავებოდა მამაკაცებს. Charlie და Anaïs Anaïs-ი იყო ორი სრულებით თანსხვავებული ქალურობის გამომხატველი არომატი.
როგორც მოგეხსენებათ, სუნამო ასოციაციებით ყველაზე დატვირთული სილამაზის პროდუქტია. სწორედ ეს გააცნობიერეს თავის დროზე და ახალგაზრდებს შესთავაზეს არა ბურჟუაზიული გაგებით დატვირთული, არამედ ისეთი დატვირთვის მქონე სუნამო, რომელიც ყველა ახალგაზრდის თვითგამოხატვის მთავარ საშუალებად იქცეოდა.
Cacharel-მა ბაზრის ზრდას დიდი ყურადღება დაუთმო, სავაჭრო ცენტრებში, მცირე ზომის აკვარიუმებს არომატული წყლით ავსებდნენ და ახალგაზრდებს სთხოვდნენ ამ წყალში მოეთავსებინათ ხელები, შემდეგ შეეშროთ, კანი დაეტენიანებინათ სურნელოვანი საცხით და ბოლოს Anaïs Anaïs-ის რამდენიმე წვეთი ეპკურებინათ. ეფექტი მოლოდინებს აჭარბებდა. მეთოდმა გაამართლა.

Anaïs Anaïs-ის არომატი სრულებით ეწინააღმდეგება ე.წ. "ფერომონული ელექსირების" ცნებას პარფიუმერიაში და წარმოადგენს თბილ, მგრძნობიარე და თანამედროვეობაში გაიშვიათებული კომბინაციების ერთობლიობას. არომატის გამხსნელი ნოტა სუფთა, ხალასი და ოდნავ მღელვარეა. მწვანე გალბანუმის ფისის შეხება მთელ კომპოზიციაში იგრძნობა, მიუხედავად იმისა, რომ საბაზისო ნოტაა და ქმნის ბალახოვან უვერტიურას. შემდეგ შემოდის შროშანის აკორდი, ფორთოხლის ყვავილის სიხალასესთან ერთად. აქვე ჩნდება ცხრატყავას, ჟასმინის და ვარდის ქალური აკორდებიც. კომპოზიციას განუმეორებლად ასრულებენ რბილი ტყავის და არომატული ხის ნოტები. ნამდვილი ფრანგული ტრადიით დამზადებული ვინტაჟური Anaïs Anaïs-ის შეძენა, მაღალი კონცენტრაციის პარფიუმის სახით Parisal-ში შეგიძლიათ.
Comments