top of page

ომი No. 5 ანუ ვის ეკუთვნის Chanel? ( I ნაწილი)


გსმენიათ ვერტჰეიმერების შესახებ, რომლებიც Chanel-ის სუნამოებზე 1924 წლიდან ფლობენ უფლებებს? არაუშავს, თითქმის არავის სმენია. ვნახოთ, როგორ დაიწყო ისტორია

და ეს ყველაფერი...


ებრაული წარმოშობის პიერ ვერტჰეიმერის მამამ 1870-იან წლებში ინვესტიციები ჩადო მცირე კომპანიაში, რომელიც აწარმოებდა თეატრალურ კოსმეტიკას. ეს კომპანია Bourjois-ის სახელით იყო ცნობილი. ვერტჰეიმერებმა სრული პაკეტის შესყიდვის შემდეგ Bourjois-ი 1920-იანი წლების კოსმეტიკისა და სუნამოების უდიდეს მწარმოებლად აქციეს. სწორედ ამ მომენტიდან შეუერთდნენ Chanel-ს.



კოკომ, რომელიც ვერტჰეიმერების წარმატების ზენიტის დროს პარიზში მოღვაწეობდა და უბრალო მკერავ-მოდელიორი იყო, ერნესტ ბოსთან თანამშრომლობით შექმნა სუნამო, რომელსაც N°5-ს უწოდებდა. ფართო მასებისთვის ჯერაც უცნობი N°5-ის წარმოებას ერნესტი უძღვებოდა ქ. გრასის ლაბორატორიიდან, ძალიან მცირე პარტიებით.


კოკო ვერტჰეიმერს გალერეა ლაფაიეტის დამფუძნებელმა-თეოფილ ბადერმა შეახვედრა. ბადერი დაინტერესებული იყო N°5-ის ლაფაიეტში გაყიდვით, მას სურდა გალერეა გამხდარიყო პირველი საჯარო დაწესებულება, სადაც ხალხს შეეძლებოდა სუნამოს შეძენა.


ვერტჰეიმერს სერიოზულად იტაცებდა ცხენები, ამიტომ ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ის, თეოფილ ბადერი და კოკო ერთმანეთს დოღზე შეხვდნენ 1924 წელს.



შანელს სჯეროდა, რომ ეს საუკეთესო დრო იყო მისი ლეგენდარული N°5-ის ფართო ბაზარზე წარსადგენად, რადგანაც ეს არომატი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ელიტარული კლენტებისთვის, ძალიან მცირე რაოდენობით და ისიც კოკოს ბუტიკში. მას შემდეგ, რაც უზარმაზარი კაპიტალის, პარფიუმერული ქარხნის მფლობელის დეტალური ბიზნეს გეგმა და მარკეტინგული სტრატეგია მოისმინა თუ როგორ შეაღწევდა N°5 ამერიკის კონტინენტზე, შანელმა იგრძნო, რომ ეს საქმიანი გარიგება უდიდეს წარმატებასა და ფულს უქადდა. გარიგება სამ პიროვნებას შორის შედგა. Bourjoius-ის ქარხანას უნდა ეწარმოებინა N°5-ის დიდი რაოდენობა.


ვერტჰეიმერმა ყველა რისკის, ხარჯის, დისტრიბუციის უზრუნველყოფის და მოგების გათვალისწინებით გაყიდვების 70%-იანი წილი მოითხოვა, თეოფილ ბადერს 20% ერგო. კოკოს კი მხოლოდ 10%. კოკომ დააპატენტა საკუთარი სახელობითი სუნამოების ხაზი ''Parfums Chanel'' და ხელი მოაწერა პირობაზე, რომ არ ჩაერეოდა მაკეტინგულ თუ ფინანსურ ოპერაციებში.

მოგვიანებით, როცა N°5-ის გაყიდვებმა წლიური 9 მლნ. შეადგინა, კოკო მიხვდა, რომ მისი 10%-იანი წილი ძალზე ცოტა იყო. სწორედ ამ დროს დაიწყო კანონიერი თუ კანონს მიღმიერი ბრძოლები.


მან გადაწყვიტა ესარგებლა პოლიტიკური სიტუაციით (ნაცისტებმა დაიპყრეს საფრანგეთი) შანელმა, როგორც ნამდვილმა "არიანელმა" თხოვნით მიმართა გერმანიის ნაცისტურ მთავრობას მისი საკუთრების უფლების ლეგალიზაციის მიზნით. მაგრამ რა იცოდა, რომ ვერტჰეიმერებს კარგა ხნის წინ გაეთვალათ ნაცისტთა წარმატება და საკუთარი ქონება 1940 წელს ამერიკაში გაქცევამდე წინდახედულად გადაეფორმებინათ ფრანგ ბიზნესმენსა და ინდუსტრიალისტ ფელიქს ამიოზე, რომელმაც ომის შემდეგ პირნათლად დააბრუნა ჩაბარებული ქონება.


კოკომ 20 წელზე მეტი იბრძოლა N°5-ზე უფლებების დასაბრუნებლად, ის აცხადებდა, რომ სუნამოს ორიგინალი ფორმულა შეიცვალა და ახლა ფართო მასებისთვის გაცილებით იაფფასიანი ინგრედიენტებით იწარმოებოდა. ერთადერთი, რასაც მან მიაღწია იყო ვერტჰეიმერების შემოთავაზება დაეფარათ შანელის ყველა ხარჯი და არსებული დავალიანება შანელის სიცოცხლის ბოლომდე. მისი სიცოცხლის შემდეგ კი კოკოს 10% ვერტჰეიმერებს გადაეცემოდათ. მართლაც, შანელის სიკვდილის შემდეგ მათ მოიპოვეს უფლებები შანელის 10%-ზე და შეისყიდეს თეოფილ ბადერის 20%-იანი წილი. ასე გახდნენ ვერტჰეიმერები ყველაზე ცნობილი ფრანგული მოდის სახლის სოლო მფლობელები.

თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს მეტი საინტერესო ისტორიისთვის

🇫🇷 ფრანგული სუნამოების კატალოგი დაათვალიერეთ ბმულზე https://parisalperfumes.wixsite.com/parisal


Comments


Commenting has been turned off.

ნებისმიერი 5

სუნამო

33 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  5 სუნამო კატალოგიდან, ნიშ ბრენდების გარდა

2 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ნებისმიერი 4

სუნამო

38 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  4 სუნამო კატალოგიდან, ნიშ ბრენდების გარდა

3 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ნებისმიერი 3

სუნამო

54 ლარი

აირჩიეთ ნებისმიერი  3 სუნამო კატალოგიდან, ნიშ ბრენდების გარდა

5 მლ-იანების სეტი

შესაკვეთად მოგვწერეთ

FB გვერდზე

ვერ იპოვეთ კატალოგში სასურველი სუნამო?  

შეავსეთ მოთხოვნის ფორმა

მოგვწერეთ ქვემოთ მოცემულ ველში თუ რომელი არომატი დავამატოთ.
ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით გავითვალისწინოთ თქვენი თხოვნა

თქვენი ერთგულება ჩვენთვის მნიშვნელოვანია

მოითხოვეთ -25% მუდმივი ფასდაკლება მესამე შეკვეთიდან

კოლექციის ბესთსელერები 

რომელი არომატი შევმატოთ კოლექციას?
მიეცით ხმა და მიიღეთ მონაწილეობა კატალოგის განახლებაში
თქვენი ჩართულობა  მნიშვნელოვანია 

bottom of page