
შაჰ ჯაჰანის მესამე ცოლი, მონღოლი პრინცესა გახლდათ. პოეტები მთელი მსოფლიოდან ასხამდნენ ხოტბას მის შეუდარებელ სილამაზეს, გრაციას და ხალხისადმი განსაკუთრებულ თანაგრძნობას. მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორის ცოლებში მესამე იყო, ის მაინც სარგებლობდა განსაკუთრებული პრივილეგიებით და სიყვარულით. შაჰის არც ერთ მოგზაურობას არ ჩაუვლია საყვარელი ცოლის გარეშე.

მიუხედავად განსაკუთრებული უფლებებისა, დედოფალს არ ჰქონია არანაირი პოლიტიკური ამბიცია მოეპოვებინა მეტი ძალაუფლება. ის დიდი სიამოვნებით ეხმარებოდა შეჭირვებულთ, უანგაროდ, უსაზღვროდ უყვარდა იმპერატორი. საყვარელმა ქალმა შაჰს 14 შვილი აჩუქა და მე-14 შვილის გაჩენისას დაიღუპა.
იმპერატორი, რომლისთვისაც სამყარო ნაწილებად დაიშალა, ერთი წლით გაუჩინარდა. დაბრუნებისას საკუთარი ჩრდილიღა იყო დარჩენილი, გაჭაღარავებული, წელში მოხრილი, დაბერებული სახით... ერთადერთი სიყვარული შაჰ ჯაჰანმა იამუნას მდინარისპირა პატარა საფლავში დამარხა, სადაც დასახა გეგმა, რომ მათი ისტორიის უკვდავსაყოფად ააშენებდა განსაკუთრებულ ნაგებობას.
ჟაკ გერლენს, 1921 წელს, ამ განსაცვიფრებელმა ისტორიამ შთააგონა შეექმნა არომატი, რომელიც გაუძლებდა დროს და დარჩებოდა ყოველთვის მიმზიდველი. Shalimar-მა დღის სინათლე 1925-ში იხილა. დღესაც კი, ყოველ საათში, ამ განსაცვიფრებელი სუნამოს 108 ფლაკონი იყიდება. წარმოიდგინეთ, გამოშვებიდან 96 წლის შემდეგაც კი!! რატომ სახელი Shalimar? სახელი პირდაპირ მომდინარეობს ცნობილი Shalimar-ის ბაღებიდან, რომლებიც მიწიერ უტოპიას განასახიერებენ, სადაც ადამიანები ჰარმონიულად თანაარსებობენ ბუნების ყველა ელემენტთან. ბაღების გაშენება 1691 წლიდან სწორედ შაჰ ჯაჰანის ბრძანებით დაიწყო. იდუმალი აღმოსავლეთით და სიყვარულის განსაცვიფრებელი ისტორიით მონუსხულმა პარფიუმერმა უყოყმანოდ უწოდა მის ქმნილებას Shalimar. ეს არომატი მსოფლიოში პირველ აღმოსავლურ სუნამოდ ითვლება. ჟაკ გერლენმა უკვე შექმნილი არომატი Jicky ახალი სუნამოს ბაზისად გამოიყენა, Shalimar ისტორიაში ის პირველი არომატია სადაც საოცრად ქალური, დახვეწილი, მიმზიდველი და თავბრუდამხვევი ვანილინია გამოყენებული.

დროის სვლასთან ერთად არ იცვლება მისი კლასიკური გამომხატველობა, სენსუალობა, რაც საუკეთესოს ხდის მას ნებისმიერი ქალისთვის. Shalimar იყო სუნამო, რომელიც ფრანგული კლასიკური პარფიუმერიის ფლაგმანად განიხილება.
არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ მეგობრებს და ძვირფას ადამიანებს.
Comments